31-ე ბატალიონი ავღანეთში მისიას მესამედ ასრულებს
საზოგადოება - 11:12, 16 Oct, 2013     1446

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ჰელმანდის პროვინციაში სამოქმედო რაიონი ამავე ბრიგადის 33-ე ბატალიონისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა. „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ დაქვემდებარების ქვეშ, ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მომავალი ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. 31-ე ბატალიონი მისიაში უკვე მესამედ იმყოფება.

მათი მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში, ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება. ოფიციალური გადაბარების ცერემონიალი ბაზა ლეზერნიკზე გაიმართა. ღონისძიებას ქართველ სამხედრო მეთაურობასთან ერთად ამერიკელი, იორდანელი და ბრიტანელი სამხედრო პირებიც დაესწრნენ. სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობისა და „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ მიერ 33-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეფასდა.

 ოფიციალური მონაცემებით, 33-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში ჩატარებული სამხედრო ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სამხედრო მისია 33-ე ბატალიონმა უდანაკარგოდ შეასრულა და სრული შემადგენლობით ბრუნდება საქართველოში.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 31-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის, ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს.

ქვედანაყოფი მომზადდა ამბოხებულთა წინააღმდეგ სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე, კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის თავისებურებები შეისწავლეს. სპეციალური მომზადება 31-ე ბატალიონმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა.

ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს, როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ასევე, საზღვაო ქვეითების მრჩეველთა ჯგუფმა. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42