საზარელი შემთხვევა - საბავშვო ბაღში 2 წლის გოგონა გააუპატიურეს, ბავშვმა მოძალადეები ფოტოზე ამოიცნო
ეს საინტერესოა - 15:14, 13 Sep, 2019     10001
მიანმარში 3 წლის გოგონამ ჩვენება მისცა მისი გაუპატიურების რეზონანსულ საქმეზე. შემთხვევა მაისში მოხდა, როდესაც ის ჯერ კიდევ 2 წლის იყო. ინფორმაციას ამის შესახენ bbc ავრცელებს.

გოგონა, რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს როგორც ფსევდონიმით ვიქტორია, 2 საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით ვიდეოკავშირის მეშვეობით ყვებოდა იმის შესახებ, თუ რა გადახდა.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, სასამართლო სხდომის დარბაზში საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს იმის მიზეზით, რომ დაზარალებული ბავშვის პირადი მონაცემები ყოფილიყო დაცული.

გავრცელებული ინფრომაციით, ჩვენების მიცემის დროს გოგონამ ფოტოზე ამოიცნო 2 ადამიანი, რომლებიც ადრე საქმეში არ ფიგურირებდნენ.

ვიქტორიას საქმე მიანმარში აზრთა სხვადასხვაობას და დავას იწვევს, არა მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის პატარა ასაკის გამო, ასევე დაკითხვის პროცედურის გამოც.

ხელისუფლებისა და პოლიციის მისამართით ისმის ბრალდება არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ნამდვილი დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია და პოლიციამ სულ სხვა ადამიანი დააკავა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები ჩატარდა ვიქტორიაზე ძალადობის ფაქტის გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური ხასიათის დანაშაულების ზრდის შეჩერება, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ.

16 მაისს დილით 2 წლის გოგონა მიანმარის დედაქალაქის, ნაიფიიდოს კერძო საბავშვო ბაღში Wisdom Hill-ში მიიყვანეს. მშობლების თქმით, სწორედ ამ ბაღში მოხდა ბავშვის გაუპატიურება.

მიღებული ტრავმები ვიქტორიას პირველად დედამ შეამჩნია და საავადმყოფოში წაიყვანა. გამოკლვევებმა აჩვენა, რომ გოგონაზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.

პოლიცია ირწმუნება, რომ გოგონას დაკითხვა მაშინვე ვერ მოხერხდა მედიკამენტების კურსის გამო. მოგვიანებით კი პოლიცია გოგონას გაესაუბრა. როგორც პოლიცია ირწმუნება, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

30 მაისს დაკავებული იქნა 29 წლის აუნ გიაი, სკოლის მძღოლი. თუმცა დნმ-ის ანალიზი გაურკვეველი აღმოჩნა და მტკიცებულების არქონის გამო მისი გათავისუფლება მოუწიათ.

3 ივლისს აუნ გიაი ისევ დააკავეს და ახლა პატიმრობაშია, თუმცა მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვები ისევ რჩება.

საზოგადოების თვალთახედვის არეში კიდევ ორი ადამიანი მოექცა. გოგონას მამის თქმით, მათი ამოცნობა საბავშვო ბაღთან ახლოს დამონთაჟებული ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერებიდან მოხდა.

ამათან, ამ პირების (ორივე არასრულწლოვანია) წინააღმდეგ არანაირი სხვა მტკიცებულება არ ყოფილა, მანამდე ვიდრე გოგონამ სასამართლოს ჩვენება არ მისცა. მან ისინი ფოტოებზე ამოიცნო.

„მას 6 ფოტო წარუდგინეს, როდესაც მას აჩვენეს ფოტიო, რომელზეც აუნ გიაი იყო, გოგონამ განაცხადა, რომ ეს ადამიანი არ იცის.“- განაცხადა გიაის ადვოკატმა.

ვიქტორიას ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ როდესაც გოგონას 2 არასრულწლოვანის ფოტო აჩვენეს, მან თქვა რომ უმცროსმა მას მკერდში დაარტყა, მეორემ კი სასქესო ორგანოზე მოუჭირა.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ გაუპატიურება სასწავლებლის ტერიტორიაზე არ მომხდარა, იგივეს ლაპარაკობდნენ მასწავლებლებიც. მათი თქმით, აღმზრდელები მუდმივად ბავშვებთან იმყოფებოდნენ.

მიანმარში ბევრს მიაჩნია, რომ აუნ გიაი ტყუილად დააკავეს, ისინი ვიდეოკადრებს ეყრდნობიამ რომელზეც ჩანს რომ ძალადობის მომენტში მძღოლი შედის საბავშვო ბაღში და მიმღებთან ელოდება. ვიდეოს მიხედვით, მას უბრალოდ არ ექნებოდა დრო და შესაძლებობა დანაშაულის ჩადენისა.

ვიქტორიას მამას თქმით, როდესაც გოგონას პირველად ვიდეოკადრები აჩვენეს, მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშეი მიანიშნა მოძალადეზე და ამის გამო დააკავეს მძღოლი.

როგორც ვიქტორიას მამა ამბობს, ბაღის ადმინისტრაციას ოჯახისთვ ის არანაირი ბოდიში არ მოუხდია და ბავშვისთვის არც ფსიქოლოგიური დახმარება არ შეუთავაზებია.

რაც შეეხება გამოძიებას, გოგონას მამა პოლიციის მუშაობას პირდაპირ არ აკრიტიკენს, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ სათვალთვალო კამერის ზოგიერთი ჩანაწერი დაკარგულია და გამოძიება ერთ ადგილზე დგას.

როგორც ბავშვის მამა bbc-ის ადგილობრივ რედაქციასთან აცხადებს, ბოლო თვეები ოჯახისთვის კოშმარად იქცა.

„მე მინდა გავიგო სიმართლე და არ დავმშვიდდები, ვიდრე არ გავიგებ, რა დროც არ უნდა დასჭირდეს. ეს ხომ პატარა, უდანაშაულო ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაულია. ჩემს შვილს თავს დაესხნენ, ის გადარჩა და შეუძლია ლაპარაკი. იმედი მაქვს ჩემი შილის სიტყვებს სერიოზულად მოეკიდებიან.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42