სასტიკი მკვლელობა ხორავაზე - მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სამართალი - 16:38, 12 Sep, 2019     1144

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი.

სასამართლოს წინაშე დაიკითხა ზაზა სარალიძეც. მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობით, მას არ მიეცა დღევანდელ სხდომაზე დასწრების საშუალება.

ადვოკატი ამბობს, რომ კალანდიას ადვოიკატი პროცესის პოლიტიზირებას დილობდა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი კი კალანდიას დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„ეს საქმე არის პოლიტიზირებული, ამ საქმეში გამოკვეთილია ორი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გაითამაშეს არაჩვეულებრივად ურთიერთშეთანხმებით და ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყვეტილიყო, ეს იყო ამათი დანიშნულება. მეორე მხარე, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, მათ სარგებელი უნდა მიეღოთ წინასწარი შეთანხმებით, ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ მიხეილ კალანდიას ხელისუფლება დაიჭერდა, ასეთ შემთხვევაში სუბელიანზე გამოამჟღავნებდა რაღაც კადრებს რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი დანიშნულება კი, იყო ის, რომ ოთარ კახიძეს მოეპოვებინა მტკიცებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ვანო მერაბიშვილისთვის. ეს არის საქმის ზედმეტად პოლიტიზირება, პარტიების განცხადებები, ვიღაცებს თურმე პრემიერ მინისტრობაც კი უნდოდა, ორი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე. მე ვგულისხმობ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რომელთა გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე გამოიყენეს მათი მდგომარეობა და უნდოდათ სახელმწიფო გადატრიალება, პრემიერ-მინისტრობა უნდოდა ზვიად კუპრავას, ეს ცალსახად ითქვა, ბატონმა ზაზამ საჯაროდ განაცხადა თავის დროზე. დღეს მე ეს კითხვა შევეკითხე მაგრამ ვერ გაიხსენა. მმართველი გუნდიც არის ამაში გარეული, რომ ოღონდ არ იყოს ბუნტი და მიხეილ კალანდია იჯდეს ციხეშიო. „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ. ბატონი ზაზას პასუხები ჩემს კითხვებზე იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი.

შესაძლოა, მიხეილ კალანდია იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლი, არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ჯერ დაზუსტებულად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ბრალდების მხარის შეფასებით, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

„ზაზა სარალიძის პასუხები ემთხვეოდა ბრალდების ფორმულირებას, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ასევე გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42