პარიზის სასამართლომ მომხდარი საწარმოო უბედურ შემთხვევად აღიარა, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვლილის ახლობლებმა დამსაქმებლისგან კომპენსაცია უნდა მიიღონ.
კოპანია ცდილობდა დამეტკიცებინა, რომ თანამშრომელი არ იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც მან დროის გატარება იმ ქალთან გადაწყვიტა, რომელსაც პირველად შეხვდა.თიმცა როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ფრანგული კანონებით, სამსახურეობრივი მივლინების დროს ნებისმიერ ტრავმაზე და უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა დამსაქმებელს აკისრია.
ეს ისტორია 2013 წელს დაიწყო. მამაკაცი, სახელად ქსავიე, კომპანია TSO-ში ინჟინრად მუშაობდა და რკინიგზის მუშაობას უწევდა მომსახურებას.
2013 წელს ის მივლინების დროს „აბსპლუტურად უცნობ ადამიანთან ქორწინების გარეშე კავშირის“ შედეგად გარდაიცვალა, როგორც ამას უწოდეს კომპანია TSO-ში.
სახელმწიფო დაზღვევ ის კომპანიამ ქსავიეს სიკვდილი, სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევად შეაფასა. სადაზღვევო აღნიშნავდა, რომ კომპანიას პასუხისმგებელია მივლინებაში მყოფ თანამშრომელზე, მაშინაც კი თუ ის იმ მომენტში არ მუშაობს და ჩვეული საყოფაცხოვრებო საქმეებითაა დაკავებული. სადაზღვევო კომპანიის განცხადებით, სექსი მივლინებისას ისეთივე ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობაა, როგორც შხაპის მიღება ან ვახშამი. კომპანია TSO ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული იყო და სასამართლოში გაასაჩივრა.
პარიზის სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევოს მხარი დაიჭირა. „სამსახურეობრივი მივლინებისას თანამშრომელზე ვრცელდება სოციალური დაცვა მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად გარემოებებისა.“- დაადგინა სასამართლომ.
მასალის გამოყენების პირობები






