Le Monde წერს, რომ კეზერაშვილი ნიცასა და მონაკოს შორის დააკავეს და ციხეში 40 დღეს გაატარებს
სამართალი - 08:26, 16 Oct, 2013     1940

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde  წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დავით კეზერაშვილი 14 ოქტომბერს ნიცასა და მონაკოს შორის ტერიტორიაზე დააკავეს,  მისი დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი ორ ქვეყანას შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ნაწილია:

„2004-2006 წლებში კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ის, ასევე, თავდაცვის მინისტრი იყო 2008 წლის ბოლომდე. ამ პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ დავით კეზერაშვილი ბიზნესით დაკავდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციაTransparency International-ის საქართველოს განყოფილება არაერთხელ ხაზს უსვამდა მისი აქტივების დაუდგენელ წარმომავლობაზე, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონებში. 

ის საკმაოდ წარმატებული იყო სარეკლამო ბიზნესში. მისი მთავარი პარტნიორია დავით იაკობაშვილი, მოსკოვში მცხოვრები გავლენიანი ბიზნესმენი. 2013 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი დადო 12 მილონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში, რის სანაცვლოდაც 2007-2012 წლის პერიოდში ის პროტექციას უწევდა კონტრაბანდული ალკოჰოლის ტრაფიკს უკრაინიდან. 

მაგრამ, მის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება 2008 წელს და ტელეკომპანია "იმედს". თავის დროს, მან აიძულა მთავარი აქციონერი, ჯოზეფ ქეი ტელეკომპანიის დათმობა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. 

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით კეზერაშვილი საფრანგეთში ლონდონიდან ჩამოვიდა, სადაც მან ერთი თვე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გაატარა. როგორც ისრაელის პასპორტის მქონე ადამიანმა, მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა“, - აღნიშნულია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42