უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სტრიმინგული პორნოსაიტის Pornhub-ის ვებგვერდზე ხშირად ხვდება ვიდეოები, რომლებსაც საკუთარ პატრნიორზე განაწყენებული ადამიანები ტვირთავენ.
მსოფლიოში არსებობს ტერმინი "პორნოშურისძიება", რომელიც ნიშნავს ყოფილ მეუღლეებზე, საყვარლებსა და პარტნიორებზე გაბრაზებული ადამიანის მიერ ინტერნეტში ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების მათი თანხმობის გარეშე განთავსებას. ამ შურისძიების მსხვერპლი როგორც ქალები, ასევე მამაკაცები არიან.
ერთერთი მსხვერპლი - სოფი (სახელი შეცვლილია) შოკში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მისი ინტიმური ვიდეოები ასიათასობით ადამიანმა ნახა. მიუხედავად იმისა, რომ მან Pornhub-ს ვიდეოს წაშლის მოთხოვნით მიმართა, საიტის ადმინისტრაციამ მისი მოთხოვნა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დააკმაყოფილა. თუმცა, ვიღაცამ მოასწრო, ამ ვიდეოებისგან ვიდეორგოლის აწყობა და სხვადასხვა საიტზე გავრცელება.
როგორც აღმოჩნდა, ვიდეოები საიტს მისმა ყოფილმა პარტნიორმა გაუგზავნა. სოფი აცხადებს, რომ იგი პარტნიორს ორი წლის წინ დაშორდა. იქამდე მათ ინტიმური კავშირის 6 ვიდეო ჩაწერეს.
ვიდეოების გავრცელების დროს სოფის ახალი პარტნიორი ჰყავდა, რომელმაც გოგოს თქმით, ამ გამოცდას გაუძლო.
Pornhub-ი აცხადებს, რომ გმობს ასეთი ხასიათის ვიდეოების განთავსებას, თუმცა, აცხადებს, რომ მას არ შეუძლია ეს ფაქტი გააკონტროლოს, რადგან მსგავსი ვიდეოები ავტომატურად ხვდება "სამოყვარულო" ან "ოჯახური" ვიდეოების კატეგორიაში და მუშაობს ამ მიმართულების გაუმჯობესებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






