გუაკამოლე - მექსიკური საწებლის ფერი, რომლის მთავარი ინგრედიენტიც ავოკადოა. ამ ფერებს იპოვით Burberry, Versace და Lanvin-ის კოლექციაში.

მუქი ყავისფერი - შავის საუკეთესო ალტერნატივა ამ ფერებს იპოვით Chloé, Bottega Veneta და Salvatore Ferragamo-ს კოლექციაში.

ვარდისფერი ბუგენვილია - სპექტრი ნაზ ვარდისფერსა და ფუქსიას ფერს შორის, ეს ფერი გამოჩნდება Prabal Gurung, Chanel და Anna Sui-ს კოლექციებში.

მერლო - ფრანგული ყურძნის ჯიში, რომლისგანაც ინტენსიური ლალისფერი წითელი ღვინო მზადდება. ასეთი ფერი იქნება Oscar de la Renta, Tom Ford და Stella McCartney-ის კოლექციებში.
ჩილი - უკომპრომისო წითელი, რომელიც ანათებს დღეც და ღამეც. ეს ფერი შეგხვდებათ Victoria Beckham, Balenciaga და Alexander McQueen-ის კოლექციაში.

ნარინჯისფერი ალი, იგივე ცეცხლოვანი ფორთოხლისფერი ასეთი ფერებია Carolina Herrera, Valentino და Mary Katrantzou-ს კოლექციებში.

ლურჯი ავატარი - ეს მკვეთრი და დინამიური ფერი ჯეიმს კემერონის ფილმის „ავატარის“ ფერებს მოგაგონებთ. ამ ფერს აღმოაჩენთ Christian Siriano, Rodarte და Max Mara-ს სამოსში.

ცისფერი მტვერი - ეს მაქსიმალურად ნაზი და სუსტი ცისფწერი, რომელიც თავის კოლექციაში Marc Jacobs, Jacquemus და Ermanno Scervino-მ შეიტანა.

ლავანდა - გაზაფხულის ფერი შემოდგომის სეზონის კოლექციებში აღმოჩნდა Missoni, Balmain და Dries Van Noten-თან.

ნაცრისფერი კვამლი - მუქი ფერების ამ წარმომადგენელს Christian Dior, Prada, Sportmaх-ის კოლექციებში აღმოაჩენთ.

მასალის გამოყენების პირობები






