დღეში ორი ქილა გაზიანი სასმელი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის - WHO კვლევა
ჯანმრთელობა - 19:50, 06 Sep, 2019     3186

დღეში თუნდაც ორი ქილა გაზიანი გამაგრილებელი ან ენერგეტიკული სასმელის დალევამ, იქნება ის შაქარის შემცველი თუ ხელოვნური დამატკბობლებით, შეიძლება გაზარდოს ნაადრევი სიკვდილის რისკი, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კვლევების საფუძველზე, რომელსაც ის 16 წლის განმავლობაში ატარებდა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა 450,000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები ევროპის 10 ქვეყანაში.

კვლევის მონაწილეების საშუალო ასაკი 50 წელს აღემატებოდა. ამასთან კვლევაში არ მონაწილეობდნენ ის პირები, რომელთაც სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დიაბეტი, ან სხვა სახის დაავადება ჰქონდა.

ამ პერიოდში დაფიქსირდა კვლევაში მონაწილე 41 600 ადამიანის გარდაცვალება.

ადამიანებს ექსპერტები ეკითხებოდნენ მათი ცხოვრების წესის, თამბაქოსადმი დამოკიდებულების, დიეტისა და რაც მთავარია გაზიანი გამაგრილებელი ან ენერგეტიკული სასმელის მოხმარების თაობაზე.

კვლევაში მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს და როგორც გაირკვა, იმ ჯგუფიდან, რომელიც ნაკლებად მოიხმარდა აღნიშნულ სასმელს, 9,3 პროცენტი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჯგუფიდან, რომელიც დღეში 2 და მეტ ჭიქა სასმელს იღებდა - 11.5 პროცენტი.

შესაბამისად, მიღებული დასკვნის თანახმად დღეში 2 ჭიქა ტკბილი/ენერგეტიკული გაზიანი სასმელის მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 17%-ით ზრდის.

როდესაც ექსპერტებმა შეისწავლეს გარდაცვლილთა სიკვდილის კონკრეტული მიზეზები, დაადგინეს, რომ გამაგრილებელი სასმელების ხშირი მოხმარება ზრდის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით სიკვდილის რისკს.

იმავდროულად, შაქრიანმა გამაგრილებელმა სასმელები ასევე ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების რისკს.

ასევე, ყველა გამაგრილებელი სასმელი ასევე ასოცირდება პარკინსონის დაავადებით სიკვდილის უფრო მეტ რისკთან.

”ჩვენმა კვლევამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნება გაზიანი გამაგრილებელი ტკბილი ან ენერგეტიკული სასმელის შეცვლა სხვა, უფრო ბუნებრივი და ნაკლებად ტკბილი სასმელებით, სასურველია წყლით”, - ამბობს WHO-ს კვლევის ერთერთი ხელმძღვანელი დოქტორი ნილ მერფი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42