შვილის გატაცებაში დადანაშაულებული დედა ოჯახთან კავშირზე გამოვიდა
საზოგადოება - 17:38, 15 Oct, 2013     3033

არასრულწლოვან თათია ფხაკაძის ბიძამ გოგა ფხაკაძე, რომელიც რძალს შვილის გატაცებაში ადანაშაულებს, „ნიუპოსტს“ უთხრა, რომ ორი დღის წინ მისი რძალი თამარ ნაზღაიძე მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა და მამას ბავშვი დაალაპარაკა.

მისი თქმით, როგორც მამას გოგონამ განუცხდა, იტალიაში იგი კარგ პირობებში იმყოფება და სკოლაში სწავლობს. „როდესაც ჟურნალისტებმა ეს საქმე გაახმაურეს, ჩვენი ვარაუდით, ჩემს რძალს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ვეძებდით და იძულებული გახდა, რომ ჩვენთვის ტელეფონით დაერეკა.

ორი დღის უკან ღამის საათებში ჩემ ძმას მისმა მეუღლემ ტელეფონით დაურეკა, მოიკითხა რას შვრები, როგორ ხარო. მერე ბავშვი დაალაპარაკა, მამამის უთხრა გოგონამ, რომ კარგად ვარ და მენატრებით ყველანიო. როგორც ბავშვმა გვითხრა, სკოლაში სწავლობს და იტალიურ ენას ეუფლება.

პირველი ნაბიჯები რა თქმა უნდა უკვე დაიძრა და ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ ბავშვს მამასთან სატელეფონო კავშირი ჰქონოდა. ჩემმა რძალმა მეუღლეს უთხრა, რომ საბუთებს ვაკეთებ და ვფიქრობ ბავშვი საახალწლოდ საქართველოში ჩამოვიყვანოო,“-განუცხადა „ნიუპოსტს“ გოგა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 16 მარტს არასრულწლოვანი თათია ფხაკაძე დედამ თამარ ნაზღაიძემ მამის თანხმობით იტალიაში იმ პირობით წაიყვანა, რომ ერთ თვეში ბავშვს საქართველოში დააბრუნებდა, თუმცა თამარ ნაზღაიძეს თათია ფხაკაძე საქართველოში დღემდე არ დაუბრუნებია.

გოგონას ბებია და ბიძა გოგა ფხაკაძე რძალს შვილის გატაცებაში ადანაშაულებენ. ნოდარ ჯოჯუა, „ნიუპოსტი“, ქუთაისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42