თქვენი ტელეფონის მეშვეობით გივალთვალებენ - მითი თუ რეალობა
ეს საინტერესოა - 16:46, 06 Sep, 2019     2524

კომპანიამ Wandera-მ, რომელიც მობილური კავშირგაბმულობის უსაფრთხოების საკითხებს იკვლევს, გადაწყვიტა გაერკვია მითია თუ სინამდვილე გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანს საკუთარი მობილურის მეშვეობით შეიძლება მოუსმინონ.

ინტერნეტ სივრცე სავსეა ათასგვარი ინფორმაციით იმის ტაობაზე, რომ Facebook-ი, Google-ი და სხვა სოციალური საიტები მის მომხმარებელს უსმენს, რათა შემდეგ მიზნობრივი რეკლამა მიაწოდოს მათ. ზოგი ამ მოსაზრებას იმით ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც მათ მეგობრებთან ესა თუ ის პროდუქცია განიხილეს, რამდენიმე ხანში მათ "ვოლზე" სწორედ ამ პროდუქციის რეკლამა გამოჩნდა.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა მსგავსი ექსპერიმენტები ჩაატარეს, თუმცა, ამ მოსაზრების დამამტკიცებელი საბუთი ვერ აღმოაჩინეს.

მკვლევარებმა ორი ტელეფონი - Samsung და iPhone 30 წუთით დატოვეს ოთახში, სადაც მუდმივად ისმოდა ცხოველების საკვების რეკლამა. ორი ანალოგიური ტელეფონი დატოვებული იქნა ხმის იზოლაციის მქონე ოთახში. ოთხივე ტელეფონში გახსნილი იყო ყველა არსებული სოცქსელის აპლიკაცია.

ამ დროის გასვლის შემდეგ, ექსპერტებმა შეამოწმეს ყველა სოცქსელი, იყო თუ არა მათში ცხოველთა საკვების რეკლამა, ასევე ტელეფონის აკუმულატორების ხარჯი, ჩატვირთული ინფორმაციის რაოდენობა და აშ.ექსპერიმენტი ერთი და იგივე დროს 3 დღის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგის მიხედვით, აღნიშნული პროდუქციის რეკლამა ტელეფონებში არ ღმოჩნდა, ასევე, ტელეფონების აქტიურობა ორივე ოთახში იდენტური იყო.

ამასთან გამოიკვეთა ერთი უცნაური რამ - ხმაიზოლირებულ ოთახებში Android-ის სისტემის აპლიკაციები მეტ ინფორმაციას ტვირთავენ ტელეფონში, ხოლო iOS-ის აპლიკაციები - იქ სადაც რეკლამის ხმა ისმოდა. ექსპერტები ამას ჯერჯერობით ვერ ხსნიან, თუმცა, აპირებენ ამ საკითხის შესწავლას.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტისა, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ექსპერიმენტებში მონაწილე სოცქსელები მომხმარებლებს მიზნობრივი რეკლამების განთავსების მიზნით არ უსმენენ.

ამ დასკვნას ინფორმატიკის სპეციალისტები არ გაუოცებია, ისინი აცხადებენ, რომ ტელესაკომუნიკაციო გიგანტები ისეთაც საკმარის ინფორმაციას ფლობენ მომხმარებლებზე და არ სჭირდებათ მათი მოსმენა, რეკლამის მიზნობრიობის დადგენითვის. დღეს არსებობს სხვადასხვა საშუალებები, რათა მომხმარებლის პროფილიზაცია მოახდინონ. ესენია თქვენი ადგილმდებარეობა, სხვადასხვა საიტების ვიზიტების ისტორია და აშ.

რეკლამა და სხვა სახის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ხედავთ სოცქსელის კედელზე, არის იმ ინფორმაციის შედეგი, რომელსაც ფლობენ სოცქსელები თქვენს აქტიურობაზე ინტერნეტში. სოცქსელებმა უფრო ადრე იციან თუ რა გაინტერესებთ თქვენ, ვიდრე თქვენ ამას მიხვდებით.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის აპლიკაცია მომხმარებელზე თვალთვალს ახორციელებს.

2019 წლის ივნისში მასაჩუსეტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეამოწმეს 17 ათასი Android-ის სისტემის ტელეფონები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ ვერ აღმოაჩინეს მოსმენის დამადასტურებელი ფაქტები, თუმცა, აღმოაჩინეს გარკვეული მცირე აპლიკაციები, რომელიც მესამე მხარეს უგზავნიდნენ სქრინშორებსა და მცირე ვიოდეოებსაც კი. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ეს ხდებოდა პროგრამის შემქმნელების ინეტერესებისთვის.

ბუნებრივია, ხდება კიბერშეტევები ცნობილ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების და სხვა ვიპ-პერსონების ტელეფონებზე, შპიონაჟის მიზნით.

2019 წლის მაისში WhatsApp-მა დაადასტურა, რომ ჰაკერებმა მოახერხეს მისი მესენჯერის მეშვეობით დისტანციურად დაეყენებინათ შპიონური მპროგრამები, მთელ რიგ მოწყობილობაში. კომპანია აცხადებს, რომ ამის უკან ერთერთი "წარჩინებული კიბერდამნაშავე" და მალე ეს საფრთხე მოიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42