16 წლის გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს ციხის სათვალთვალო კამერით გადაღებულ მასალას სავარაუდოდ დღეს უჩვენებენ. დღეს დადგინდება, არის თუ არა კადრები უწყვეტ რეჟიმში გადაღებული. დამოუკიდებელი ექსპერტი კი დასკვნას ოჯახს რამდენიმე დღეში წარუდგენს. მაია ნიკოლეიშვილს კვირას საშუალება ჰქონდა საკანი ოჯახთან ერთად დეტალურად დაეთვალიერებინა. აღსანიშნავაი, რომ პატრიარქმა ძველაიების ოჯახს უკვე მისცა გარდაცვლილისთვის წესის აგების უფლება.
თუ როდის დაკრძალავენ 16 წლის ასაკში გარდაცვლილ გოგა ძველაიას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„გუშინდელმა დღემ მოგვცა ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდცვალების გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რაც აუცილებლად მიმაჩნდა, ჩემთვის ყველაფერი აწყობილია, მაგრამ მე არ მსურს ეს ჯერ გავასაჯაროვო, დამკვეთი არის ოჯახი, დასკვნას გადავცემ და ეს უკვე მათი ნება იქნება გასაჯაროვდება ეს დასკვნა თუ არა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






