კაპანაძე და ხოშტარია ვარაუდობენ, რომ პრემიერმა მათი წარსული გადაამოწმა
საზოგადოება - 14:35, 15 Oct, 2013     2278

ექსპერტები, ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით პასუხობენ. აღნიშნული განცხადება სერგი კაპანაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრემიერი აღნიშნული ექსპერტებისადმი კვლავ შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოირჩეოდა:

„ჩვენ კვლავ არ ვაპირებთ, ვუპასუხოთ პრემიერ-მინისტრს მისთვის დამახასიათებელ "რიტორიკულ სტილში" თუმცა, გვსურს განსაკუთრებით მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.

ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკულ მოსაზრებებს, რეკომენდაციებს, ან/და შენიშვნებს, იქნება ეს ეკონომიკა, რუსეთთან ურთიერთობები, თუ სხვა, იმ თემებს მიეკუთვნება, რომლებზეც დღეს ქვეყანაში მძაფრი დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენი კითხვები ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეფუძნება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებებს, გავლენიანი გამოცემების პუბლიკაციებს და სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. საგანგაშოა, რომ ეს ციფრები, ფაქტები და შეფასებები სათანადოდ არ აღიქმება პრემიერ-მინისტრის მიერ. ისიც სამწუხაროა, რომ მის მიერ მოყვანილი მთელი რიგი ფაქტებისა (მაგალითად, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ საქართველოს მდგომარეობა) უბრალოდ მცდარია. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, მივუთითოთ პრემიერ-მინისტრს, როდესაც ვხედავთ, რომ მისი ანალიზი არასწორ ფაქტებს ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ საჯარო პოლიტიკის ანალიზით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირი მოვალეობაა მსგავს განცხადებებზე და შეფასებებზე რეაგირება.

გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მთავრობის მეთაურის ამგვარი განცხადებების მიუხედავად, არ ვაპირებთ არც იმ საკითხებზე გაჩუმებას, რომლებზეც ვთვლით, რომ აუცილებელია ხმამაღლა საუბარი და არც იმ საკითხების უსაფუძვლო კრიტიკას, სადაც მთავრობა კრიტიკას არ იმსახურებს. გვინდა შევახსენოთ პრემიერს, რომ ფაქტებისა და ობიექტურობისადმი ჩვენი დამოკიდებულების ყველაზე კარგი საზომი არის ჩვენს მიერ შექმნილი ვებ გვერდი -www.factcheck.ge სადაც ჩვენ ვაანალიზებთ მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს და ვცდილობთ ფაქტებზე დაყრდნობით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. გუშინდელი განცხადების შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კრიტიკამ იმდენად მიიპყრო პრემიერ-მინისტრის ყურადღება, რომ შემოწმდა ჩვენი წარსული და გვქონდა თუ არა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. საგანგაშოდ მიგვაჩნია ასეთი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება შეარჩიო კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შერჩევითად შეამოწმო, აქვთ თუ არა მათ ჩადენილი დანაშაული. ამგვარი დამოკიდებულება კრიტიკის მიმართ, ჩვენი აზრით, აჩვენებს დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებულ პრობლემებს", - ნათქვამია განცხადებაში. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42