თანადაფინანსების გრანტების პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესისთვის - ნიკოლოზ ალავიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:23, 04 Sep, 2019     1669

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ნიკოლოზ ალავიძემ და ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღეს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.

დაჯილდოების ცერემონია ოფიციალურად გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. სტარტაპერებს ასევე სიტყვით მიმართეს აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.

პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის, ასევე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის და სტიმულირების მიმართულებით.

„საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, შესაბამისად, ამ მასშტაბის პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და ციფრული, ტექნოლოგიური პროგრესისთვის, ამ მიმართულებით თანამედროვე ტრენდების დანერგვის კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საუკეთესო და უკვე ძალიან პოპულარული ინსტრუმენტია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ამ სექტორში მუშაობის გამოცდილება სჭირდებათ, მათი პროფესიული ზრდისთვის, ასევე საერთაშორისო ტრენდების შესახებ ინფორმაციის პირველი პირებისგან მისაღებად და კონტაქტების დასამყარებლად.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42