ირმა სოხაძის შვილის, სალომე ასათიანი გახარიას დანიშვნაზე - „გაბანკროტებულ ხელისუფლებას დარჩა შიშველი ძალა, დაშინება... აღარ გაჭრის ივანიშვილის იდუმალებით მოსილი მესიის იმიჯი“
სოც.მედია - 12:48, 04 Sep, 2019     9538
გაბანკროტებული ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს, გადარჩენის გზად, დასაყრდენად და „ხერხემლად“ საპოლიციო სისტემას ხედავს - ასე აფასებს გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას მომღერალ ირმა სოხაძის შვილი, რადიო თავსუფლების ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

„გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დღეს უკვე ძალიან დაზიანებულია. რამდენი ომახიანი განცხადებაც უნდა მოვისმინოთ, რომ ის „ყველაზე წარმატებული მინისტრია“, რამდენჯერაც უნდა გაგვიმეორონ, რომ მან „სახელმწიფო გადატრიალება არ დაუშვა“ - გულის სიღრმეში ყველამ, პოლიტიკური ფანატიზმით ალბათ მართლა დაბრმავებულების გარდა, ვიცით, რომ მან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კრიზისულ ვითარებას ვერ გაართვა თავი. კლუბში მისული ახალგაზრდების იარაღიანი სპეცრაზმით დატერორება, პანკისში მოსახლეობისთვის ჰესის გამო ცრემლმდენი გაზის და რეზინის ტყვიების დაშენა, ზვიად რატიანის საპოლიციო სისასტიკისთვის შეტოვება და შემდეგ გულგრილი განცხადება, რომ მომხდარს „არც ერთი წუთით არ ნანობს“, და 20 ივნისის ღამე - აწყვეტილი და ვნებით დამუხტული ძალადობა, მშვიდობიანი (!!) ახალგაზრდებისთვის დაშენილი „ოთხი სახის“ რეზინის ტყვიები, 240-მდე დაშავებული ადამიანი, ათობით ჟურნალისტის ჩათვლით. რაც უნდა გვითხრან, რა კადრებიც უნდა გვაჩვენონ, ვერაფერი, მათ შორის თუნდაც ერთი რომელიმე ჯგუფის მხრიდან არეულობის მოწყობის სურვილი, ვერ ხსნის და ვერ ამართლებს ათასობით უდანაშაულო და მშვიდობიან მოქალაქეზე ასე გადავლას - და ესეც ყველამ ვიცით. მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ.

ხელისუფლებას კი ისე აქვს საქმე, რომ ამ დაზიანებული, პოლარიზაციის და საზოგადოების თუნდაც ნაწილის თვალში ღრმა უნდობლობის გამომწვევი ფიგურის მეტი საერთოდ აღარავინ დარჩა თავის ორბიტაზე. „მამუკა ბახტაძე“ - სრული ფორმალობა და სიცარიელე - ალბათ კიდევ ბევრი მოიძებნებოდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთი ბამბისქულები აღარ აწყობთ. ისტორია გვიმეორდება - გაბანკროტებული, გეგმებისგან, ხედვისგან აბსოლუტურად დაცლილი ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს, გადარჩენის გზად, დასაყრდენად და „ხერხემლად“ საპოლიციო სისტემას ხედავს. იციან, რომ აღარც დაპირებები გაჭრის, აღარც „გვაპატიეთ ხალხს ვერ გავუგეთ“, აღარც „ვაჰ ახლა გავიგეთ, რომ თურმე ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს“. და აღარც ივანიშვილის უწინდელი იდუმალებით მოსილი მესიის იმიჯი. დარჩა მხოლოდ შიშველი ძალა, დაშინება, „მე თუ არა ნაცმოძრაობა მოვა“ პათოსი და მზარდი ავტორიტარიზმი.

წინ აშკარად ძალიან მძიმე წელი გველოდება.“ - წერს სალომე ასათიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42