„მობილური ტელეფონების მეშვეობით ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, „ქართული ოცნების“ მაღლჩინოსნებზე, დეპუტატებზე და მინისტრებზე“, - აცხადებს გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძე.
მისივე თქმით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, მსგავსი ქმედებები ემსახურება თუ არა ამ კადრების გავრცელება სხვადასხვა პირების გადაბირებას:
„არავისთვის უცხო არ არის და არავისთვის ახალს არ ვიტყვი, ლამის მთელმა თბილისმა იცის, მობილური ტელეფონების მეშვეობით ვრცელდება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, „ქართული ოცნების“ მაღლჩინოსნებზე, დეპუტატებზე და მინისტრებზე, იყო თუ არა ეს კადრები ამათი გადაბირების მოტივაცია თუ რაიმე სხვა ტიპის ქმედებას ქონდა ადგილი ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და პირველ რიგში ეს უნდა შედიოდეს ქართული ოცნების ინტერესებში, იმიტომ რომ გამოდის რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც დღეს ეკრანიდან გვმოძღვრავს და მორალს გვიკითხავს და მათ შორის წინაასაარჩევნო პერიოდში აღმოჩნდა რომ დათა ახალაიას უწყების ზოგი აგენტი იყო და ზოგი ღრმა დაშიფვრის ოფიცერი.“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






