80 წლის წინ, 1939 წლის 1 სექტემბერს, ფაშისტური გერმანიის ჯარებმა გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი, რამაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს დაუდო საფუძველი. ამ თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პოპონეთში რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერია მიწვეული, მათ შორის გერმანიისა და იაპონიის. თუმცა, პოლონეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების ხსოვნისადმი მიღძვნილ ღონისძიებაზე არ დაპატიჟა.
ამ ფაქტს ექსპერტები პოლონეთის მიერ ამ ომში რუსეთის/სსრკ-ს როლის გადაფასებითა და მისი ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკისადმი დამოკიდებულებით ხსნიან.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისზე კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი - საბჭოთა კავშირის ჯარების მიერ 17 სექტემბერს პოლონეთზე განხორციელებული თავდასხმა. კომუნისტური სახელმწიფოს არსებობიოს დროს ამ ფაქტს ბუნებრივია არავინ ახმოვანებდა და არც საბჭოთა სახელმძღვანელოებში იყო შეტანილი.თანამედროვე ისტორიკოსების ცნობით, 1939 წლის 17 სექტემბერს, დილის 3 საათზე, პოლონეთის ელჩი კრემლში დაიბარეს და ოფიციალური ნოტა გადასცეს. ნოტაში აღნიშნული იყო, რომ პოლონეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, იგი დაპყრობილია, ქვეყნის მთავრობა გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა და ამ გარემოებიდან გამომდინარე, საბჭოთა წითელმა არმია, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელი და ბელორუსი ერის წარმომადგენლების დაცვის მიზნით (ფორმულირება, რომელსაც დღესაც "წარმატებით" იყენებს რუსეთი), ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა.
სინამდვილეში, ამ დროისთვის პოლონეთის ნახევარიც კი არ იყო ოკუპირებული ფაშისტური არმიის მიერ. ვარშავა მტერს იგერიებდა, პოლონეთის მთავრობა და სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყანაში იმყოფებოდა.
პოლონეთის ელჩმა ეს ნოტა არ მიიღო, მიზეზი მოვლენებისა და ფაქტების არასწორი გადმოცემა იყო. პოლონელი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ საბჭოთა არმიის შეჭრამ და საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდნის შიშმა აიძულა პოლონეთის პრეზიდენტი და მთავრობა ქვეყნიდან გაქცეულიყო. 17 სექტემბერს, გვიან ღამით, მათ რუმინეთთან საზღვარი გადაკვეთეს. წითელმა არმიამ დაპყრობა განაგრძო. მათ ათასობით პოლონელი ოფიცერი და ჯარისკაცი დაატყვევეს. რიგითები შემდეგ გაუშვეს, ხოლო ოფიცრები საბჭოთა ბანაკებში მოათავსეს და შემდეგ დახვრიტეს პოლიტბიუროს ბრძანებით. დახრეტა მოხდა კატინში, ხარკოვსა და სოფელ მედნოეში.
აქედან გამომდინარე პოლონეთში 1939 წლის სექტემბერში განხორციელებული ეს აქტი აგრესიად, ხოლო ტერიტორიების მიერთება და სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანა - ანექსიად არის შეფასებული. პოლონეთ სსრკ-ს საზღვრის საბოლოო დემარკაცია 1945 წელს მოხდა.
სხვანაირად ფასდება 1941 წლის ივნისში ციხე-სიმაგრე ბრესტის დაცვაც. საბჭოეთი და მისი მემკვიდრე რუსეთი ამ ფაქტს "სამშობლოს დაცვის გმირულ ეპიზოდს" უწოდებს, პოლონელები - ორი ოკუპანტის ბრძოლას პოლონური ქალაქისთვის - იურიდიულად, საეღთაშორისო საზოგადოებისთვის ქალაქი ბრესტი და ციხესიმაგრეც 1945 წლამდე პოლონეთშ ეკუთვნოდა. არსებობს საარქივო ფოტო (იხ. ქვემოთ), სადაც 1939 წელს გერმანელი და საბჭოთა ოფიცრები ერთმანეთს ბრესტში ესალმებიან, ხოლო რამდენიმე დღის წინ ქალაქი გერმანელებმა სსრკ-ს დაუთმეს.
ამ მოვლენის გამო დაძაბულონა რუსეთას და პოლონეთს შორის დღემდე გრძელდება. პოლონეთში ასეთ შედარებასაც კი აკეთებენ:
გერმანიამ სრულიად დაგმო ნაცისტების ქმედებები 20-ე საუკუნის 30-40-იან წლებში, ხოლო რუსეთი გმობს მხოლოდ იმას რაც აწყობს. მეტიც, როგორც პუტინი, ასევე ლავროვი ყოველმხრივ ცდილობენ საბჭოეთის იდეალიზებასა და გამართლებას. ბუნებრივია ჰუტლერი უფრო დიდი საშინელება იყო მსოფლიოსთვის ვიდრე სტალინი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში დამნაშავე ორივე ქვეყანა თანაბრად არის, მათ გარკვეული ტერიტორიების განაწილება სურდათ, თუმცა, ეს ყველაფერი შემდეგ ორი დიქტატორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მასალის გამოყენების პირობები






