"იტირე, გულზე მოგეშვება" - მითი და სინამდვილე ცრემლების შესახებ
ეს საინტერესოა - 14:07, 01 Sep, 2019     1380

ითვლება, რომ თუ ადამიანი იტირებს, ამით ის მშვიდდება - დგება ერთგვარი კათარზისი, ცრემლები სულს ასუფთავებს და გულს იმშვიდებს.

მეორეს მხრივ, ითვლება, რომ სახალხოდ ტირილი სირცხვილია და ის ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს.

მკვლევარები აცახდებენ, რომ ერთიც და მეორეც სიმართლეს არ შეესაბამება

როდესაც ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, იგი ცრემლებს ვერ იკავებდა. ამ კადრებმა და ფოტოებმა მსოფლიო მედია მოიარა და ჟურნალისტებმა და მკვლევარებმა მომენტალურად გააკეთეს განცხადება, რომ "როგორც იქნა მეიმ ადამიანიური სახე გვაჩვენა. მისმა კრიტიკოსებმაც კი გამოხატეს მის მიმართ თანაგრძნობა.

როგოპრც ჩანს, ტელეკამერების წინ ტირილი პოლიტიკოსებისთვის ხანდახან სასარგებლოა.

თუმცა, ხშირად მსგავსი სცენა ადამიანებში ირონიას იწვევს, რაც ჩვენს ამ ადამიანისადმი დამოკიდებულებასა და მის შედეგებზეა დამოკიდებული. ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თავად ტირილი და როგორც გრძნობთ თავს ამის შემდეგ.

ამ საკითხზე გამოკვლევა ლი შარმანმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს.

შარმანმა ამისთვის მსოფლიოს ისტორიაში პირველად სპეციალური სტანდარტიზირებული ტესტი შეადგინა.

მოხალისეთა ჯგუფს მან თავდაპირველად ღია კითხვების ნაკრები შესთავაზა, მაგ. "როგორ ფიქრობთ, რა შედეგებს მოგიტანბთ თქვენ სახალხოდ ტირილი?"

შემდეგ, მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, მან შეადგინა 40 დებულება: მაგ, "ტირილს შვება მოაქვს", ან, "ტირილი ადამიანს მოწყვლადს ხდის". შემდეგ, ასეულობით მოხალისესგან შემდგარი 2 ჯგუფი აფასებდა ამ დებულებების სამართლიანობას საკუთარ თავთან დაკავშირებით.

შარმანმა და მისმა კოლეგებმა ამის შემდეგ სამი ძირითადი დასკვნა გამოიტანეს:

  • მარტო ტირილი სასარგებლოა. ისინი, ვინც ამ კატეგორიაში შედიან, აცხადებენ, რომ "ტირილის შემდეგ "თავს უკეთ გრძნობენ", ან "იციან, რომ თუ მარტოებმა იტირეს, თავს უკეთ იგრძნობენ"..

  • მარტო ტირილი უსარგებლოა. ამ კატეგორიის ადამიანების განცხადებით, ისინი: "თავს უფრო ცუდად ვგრძნობ, როდესაც მარტო ვარ და ვტირი", ან საერთოდ თვლიან, რომ "თუ ვიტირე თავს უარესად ვიგრძნობ".

  • საჯაროდ ტირილი ზიანის მომტანია. "მე მრცხვენია, როდესაც საჯაროდ ვტირი", "მგონია, რომ საჯაროდ თუ ვიტირე გარშემომყოფები/კოლეგები უარყოფითად შემაფასებენ".

ეს რეზულტატები მკვლევარებმა ტირილის სარგებლობა/უსარგებლობის შესახებ დაალაგეს იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებენ ამ ადამიანებზე სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად სქესი, ხასიათი. აქვე აღსანიშნავია, რომ ძირითადად კვლევაში მონაწილეობდნენ თეთრკანიანი ადამიანები, რომლებიც დასავლეთში ცხოვრობენ.

გამოიკვეთ, რომ განმარტოებით ტირილზე, საშუალოდ, არ გამოკვეთილა არც დადებითი და არც უარყოფითი აზრი, თუმცა, უმეტესობა არ ეთანხმება იმას, რომ ეს ზიანის მომტანია.

შესაბამისად, საბოლოო დასკვნა ასე ჟღერს:

"განმარტოებით ტირილი ზიანს არ მოგიტანთ და შეიძლება სასარგებლოც იყოს".

როგორია დასკვნები საჯაროდ ტირილზე? შარმანის დასკვნა აქაც საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება - კვლევის მონაწილეები ყოყმანობდნენ და ცალსახად არ აფასებდნენ სხვა ადამიანების თანდასწრებით ტირილს.

მართლაც, საჯაროდ ტირილის შედეგი შეიძლება განსხვავებული იყოს.

მაგალითად, დადგინდა, რომ მტირალა თანამშრომლებს კოლეგები ნაკლებად კომპეტენტურებად მიიჩნევენ, განსაკუთრებით მამაკაცებს.

მეორე ექსპერიმენტით დადგინდა, რომ აქ მნიშვნელოვანია სოციალური კონტექსტი. მაგალითად, ისინი ვინც მტირალა თანბამშრომლებს უარყოფითად აფასებენ, ზოგადად მიიჩნევენ, რომ ქალები არაკომპეტენტურები არიან.

თუმცა, საჯარო ტირილს თავისი უპირატესობებიც აქვს. მაგალითად დამსწრეები ინსტინქტურად გამოხატავენ თანაგძნობას, რაც "მტირალას" ამშვიდებს. აქ ტერეზა მეის ზემოთ მოყვანილი მაგალითიც კმარა. თუნმცა ისიც ცხადია, რომ რადგან მეი ცრემლებს იკავებდა, თავად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საჯაროდ ტირილზე.

შარმანის კვლევამ დაადასტურა, რომ კონკრეტულ ადამიანს საკუთარი შეხედულება აქვს ზოგადად ტირილზე.

მაგალითად, ის, ვინც საკუთარ ემნოციებს ენდობა, ცრემლებს არ მალავს და სხვების ემოციური მხარდაჭერის იმედი აქვს, თვლის, რომ ტირილი სასარგებლოა - მარტოც და ხალხის თანდასწრებით.

ასევე, ვისაც ცრემლების მიმართ საპირისპირო დამოკიდებულება აქვს, საკუთარ ემოციებთან "ვერ მეგობრობს" და რთულად აკონტროლებს მათ. ასეთი ადამიანები ხშირად იკავებენ ემოიციებს და მათი გამჟღავნების რცხვენიათ.

შესაბამისად, ასკვნის შარმანი, არსებობს კავშირი - როგორ ვიქცევით ზოგადად და როგორი დამოკიდებულება გვაქვს ცრემლებთან.

ეს დასკვნა, დადასტურების შემთხვევაში, განაზოგადებს თანამედროვე ფსიქოლოგთა შემდეგ მოსაზრებას:

"ემოციების მიმართ თქვენი შეხედულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ეს ემოციები თქვენზე".

"ტირილის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება ცხოვრების განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, რადგან ადამიანი იღებს სხვადასხვა სოციალურ და პიროვნულ შედეგს ტირილკის შემდეგ და ამ საკითხზე საკუთარ დასკვნას აკეთებს," - თვლის შარმანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42