"მთავარი არხი" ეთერში 9 სექტემბრიდან გავა.არხისგენერალური დირექტორი იმ დეტალებზე წერს, რომელზეც გუნდი ამ წუთებშიც მუშაობს:
"ცხადია, 9 სექტემბრამდე (ანუ ეთერში პირველად გასვლამდე), არხის ვიდეო და მუსიკალური შეფუთვა დროებითი იქნება. მთავარია, მაყურებლის ინტერესი და მაღალი მოლოდინი დავაკმაყოფილოთ, ეთერში შევიდეთ და შექმნილი გამაყრუებელი საინფორმაციო ვაკუუმი ამოვავსოთ.
აი შემდეგ კი, და ვიმედოვნებ ძალიან მალე, გვექნება არხის ფანტასტიური შეფუთვა Dinoგან და არხის მთელ მუსიკალურ შეფუთვას გააკეთებს ჩემი უსაყვრლესი და გენიალური Nikoloz Rachveli
აი, ასე ფუნდამეტალურად ვიწყებთ და საერთოდ არ ვხუმრობთ.
გვიყურეთ 9 სექტემბრიდან. მთავარ არხზე გპირებით საუკეთესო ნიუსს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო მუსიკა. უყურეთ და საკუთარი თავლებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ.
იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩენთან ერთად თავისუფლება.
ps და ბოლოს, ესეც თქვენ ახალი მიკროფონი. სანამდ შეკვეთა ჩამოვა, დროებითი უნდა აიტანოთ"-
მასალის გამოყენების პირობები






