„ფრენა არის დანიშნული 30 აგვისტოს და თუ თვითმფრინავს ვერ დავსვამთ, კომპანია გადის ძალიან დიდ ზარალზე, შესაბამისად სამართლებრივი დავის გარეშე ეს საკითხი ვერ მოგვარდება. თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ნებართვას არ გასცემს ის 5 ჩარტერული ფრენა, რომელიც უკვე დანიშნულია, ბილეთებიც გაყიდულია და სასტუმროებში ჯავშნებიცაა გაკეთებული, ყველაფერი მიდის ზიანზე.
მნიშვნელოვანი ისაა, რუსული ტურისტული ბაზრის დაკარგვის შემდეგ მათი თხოვნა იყო, რომ კომპანიას დამატებითი ფრენები ეწარმოებინა. მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ქვეყანას, რომ უნდა ყოფილიყო 19 ჩარტერი, ჯამში 30 ფრენა გამოვიდა.
ხდება ის, რომ Georgian Airways არ აძლევს იორდანია დაშვების საშუალებას, იმიტომ რომ ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავის მგზავრების 30% ტურისტი უნდა იყოს, ეს არ აქვს და მხოლოდ იორდანიის მოქალაქეები გადაჰყავს. ოფიციალური წერილი არ მოგვსლია რომ დაშვების უფლება არ გვაქვს, მხოლოდ სატელეფონო ზარი განხორციელდა და სამოქალაქო ავიაციის დირექტორმა განაცხადა, რომ რადგან Georgian Airways -ს არ აქვს დაშვების უფლება, არ აძლევენ უფლებას FLY JORDAN განახორციელოს ფრენა.
მიზეზი იმდენად არასამართლებრივია, სამართლებრივ ჩარჩოებში იქნებოდა, რომ ეს კომპანიები ყოფილიყო მსგავსი, FLY JORDAN არის კერძო კომპანია, რომელსაც ნებართვის გაცემა არ ეხება და ქართულ კომპანიას ვერც აკრძალვებს ვერ დაუწესებს. მოთხოვნა რომ FLY JORDAN ნებართვა დააწესოს არასწორია, ვფიქრობდი, რომ რაღაც გაურკვევლობა იყო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაავიწყდა არსებული შეთანხმება მხოლოდ იმიტომ, რომ Georgian Airways -ს აქვს ბილეთები გასაყიდი და ვერ ყიდის. სხვა მხრივი მხარდაჭერა ხდება, ოფიციალური მხარდაჭერა, რომ იყოს ოფიციალური პასუხი გვექნებოდა და არა ასეთი შედეგი. ეს არის ჩემი მოსაზრება, რადგან ვიცი ეს ბაზარი როგორ მუშაობს. Georgian Airways-ს უნდა განეხორციელებინა ფრენები ბათუმში, მაგრამ ერთი ფრენაც კი არ განუხორციელებიათ, ან ვერ გაყიდეს ბილეთები, ან ინტერესი დაიკარგა, რომ ჯორჯიან ეარვეისმაც იფრინოს და ხარჯი უფრო დიდი ქონდათ ვიდრე მოგება. ვინაიდან ახლა სეზონი იწურება ამ გზით ცდილობენ, რომ რაღაც მოგება მაინც ნახონ, ან სრულიად ზიანი რომ არ მიიღონ, მაგრამ მიდგომა არის ძალიან არასწორი და სამართლებრივ ჩარჩოებს სრულიად ცხდება.
ვესაუბრეთ ზემდგომ ორგანოებს, მთავარი ზემდგომი ორგანო ეკონომიკის სამინისტროა. იყო შეთანხმება იმაზე, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გაესაუბრებიან და ვნახოთ რა შედეგი იქნება.“- განაცხადა თამარ გუნდაძემ. მისი თქმით, ისინი მათი საკითხის მოგვარებას უახლოეს მომავალში ელოდებიან, წინააღდმეგ შემთხვევაში კი სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ.
გუნდაძის თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, თავის უარს ოფიციალურ სახეს არ აძლევს, ამ შემთვევაში FLY JORDAN უფრო ადვილი იქნებოდა საქმეში გარკვევა, თუმცა ახლა ფლაი ჯორდანის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ Georgian Airways -სა და სამოქალაქო ავიაციას შორის გარკვეული სახის ფარულ შეთანხმებას აქვს ადგილი.
მასალის გამოყენების პირობები






