FLY JORDAN-ს, რომელსაც საქართველოში 10 000-მდე ტურისტი ჩამოყავდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაფრენის ნებართვა შეუწყვიტა - კომპანია სააგენტოსგან პასუხს ითხოვს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:04, 28 Aug, 2019     1913
ავიაკომპანია FLY JORDAN-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაფრენის ნებართვა შეუწყვიტა. კომპანია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს და სააგენტოსგან პასუხს ითხოვს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამოქალაქო ავიაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხელი ეშლება ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას და მეტი რისკის ქვეშ დგება საქართველოში ტურიზმის განვითარება. კომპანიას განცხადებაში შესაბამისი რიცხვებიც მოჰყავს და აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა 30 ჩარტერული ფრენა და ჩამოიყვანა 5 000 მდე ტურისტი, წლიური ფრენებით კი ავიაკომპანიას 10 000-მდე ტურისტი ჩამოჰყავს:


„ავიაკომპანია FLY JORDAN-ი და იორდანიული კომპანია DALLAS TRAVEL AND TOURISM საქართველოში (ბათუმში) ახორციელებს ჩარტერულ ფრენებს იორდანიიდან (ამანი) და ჩამოყავს მინიმუმ 150 ტურისტი საქართველოში. დღეის მდგომარეობით მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა 30 ჩარტერული ფრენა და ჩამოიყვანა 5 000 მდე ტურისტი.

მორიგი ფრენა დანიშნულია 30 აგვისტოს, რომელ რეისსაც საქართველოდან 150 მგზავრი ელოდება სამშობლოში დასაბრუნებლად და ამასთანავე 150 მგზავრი იორდანიიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტით.

ეკონომიკური სარგებელი რომელიც საქართველომ მიიღო საკმაოდ მაღალია, ამასთანავე ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულმა სასტუმროებმა, რესტორნებმა, ბარებმა, მაღაზიებმა, ტუროპერატორებმა და სხვა ტურისტული დანიშნულების მქონე ობიექტებმა.

მიმდინარე ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო FLY JORDAN AIRLINES აღარ გასცემს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის ნებართვას და აყენებს დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანს როგორც ავიაკომპანიას ასევე საქართველოს ეკონომიკას და შესაბამისად მოსახლეობას.

მოგეხსენებათ, წლევანდელი ზაფხული გამოირჩევა ტურისტების ნაკლებობით, განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ქვეყანას რუსეთის მიერ გაუქმებულმა ფრენებმა, შესაბამისად ქვეყანამ არ უნდა გაუშვას ხელიდან არცერთი შანსი, რომ აწარმოოს ფრენები სხვა ქვეყნებიდან, მითუმეტეს რომ იორდანია სიახლეს წარმოადგენს და აღნიშნული დასაწყისი საკმაოდ კარგი შანსია სამომავლო მყარი პარტნიორობისთვის.

საშუალო ხარჯი რომ დავთვალოთ, რომელიც კომპანიამ გასწია საქართველოში ფრენების და ტურისტების განთავსებისთვის სცდება მილიონს და მკაფიო ხაზს უსვამს არსებული თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობას.

ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ მაჩვენებელზე ტურიზმი დიდ გავლენას ახდენს უნდა ცდილობდეს მოიზიდოს მეტი ქვეყანა და შემოიყვანოს მეტი ტურისტი. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველომ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი დაკარგა ტურისტულ ბაზარზე. ახლა კი ვხედავთ რომ ფარულად და ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე ხელი ეშლება ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას და მეტი რისკის ქვეშ დგება საქართველოში ტურიზმის განვითარება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

წლიური ფრენებით კი ავიაკომპანიას 10 000მდე ტურისტი ჩამოყავს, ჩვენ საუბარი გვაქვს მილიონებზე და საუბარი გვაქვს იმ კომპანიებზე და ადამიანებზე, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ სასტუმროებში და ელოდებიან ტურისტებს, რომელთა ხელფასები დამოკიდებულია სასტუმროს შემოსავალზე და დაუდგენელი მიზეზის გამო სამოქალაქო ავიაცია უარს აცხადებს დაფრენის ნებართვის გაცემაზე.

ეს ავტომატიურად ზიანს აყენებს ტურიზმის ბიზნესს, ეკონომიკას, ამცირებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე, შემოსავალს უკარგავს სასტუმროებს, რესტორნებს, დასაქმებულებს და ეს ყოველივე ხდება ახსნისა და ოფიციალურობის გარეშე. რათქმაუნდა იორდანიაც შეწყვეტს საქართველოში ფრენებს თუ მიმდინარე მოვლენას სამართველბრივი შედეგი არ ექნება.

ავიაკომპანია მიმართავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციას :

თუ ვერ ეხმარებით ქვეყანას და მოსახლეობას, ზიანს მაინც ნუ აყენებთ მათ.“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42