„ვეღარ ვხვდები რას ამტკიცებს პროკურატურა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტები რომლებიც მიღებული გვაქვს პროკურატურიდან და რომლიდანაც ჩანს რომ ერთის მხრივ პროკურატურის შუამდგომლობა, მეორეს მხრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, მესამე მხრივ სასამართლო განჩინება. თუ არკვევენ პირველმა ვინ მიმართა ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია რომ სახელმწიფომ მიმართა და მიიღო ინფორმაცია“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურისთვის ლონდონიდან მიღებული პასუხი იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ლონდონში „ეიჩესბისი“ (HშBჩ) ბანკში „თიბისი“ ბანკიდან გადარიცხული თანხა საეჭვოა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები კრიმინალურ საკუთრებას წარმოადგენს, კორძაძე პასუხობს, რომ საფუძველი ლონდონის შესაბამის ორგანოებს საქართველოდან მიმართვის შემდეგ გაუჩნდათ.
„ეს საფუძველი ლონდონის შესაბამის ორგანოებს საქართველოდან მიმართვის შემდეგ გაუჩნდათ, რომ მიმდინარეობს ფულის გათეთრებაზე საქმე. ზუსტად ეს პრეტენზია ჰქონდათ მამუკას და ბადრის, რომ იგზავნება მსგავსი ტიპის დოკუმენტები აქედან, რომელიც ლახავს მათ რეპუტაციას საზღვარგარეთ“, – განაცხადა კორძაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






