„ყოველთვიურად მეორდება ერთი და იგივე რამ-ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ან სხვას კლავს, ან თავს იკლავს, ან ვინმეს ზიანს აყენებს. გუშინ ბავშვს დაარტყეს ქუჩაში დანა. უამრავი, მკურნალობას მოკლებული, მძიმე ფსიქიკური პრობლემის მქონი ადამიანი არის მიტოვებული ბედის ანაბარა. ორიოდე დღით მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას ესა თუ ის ინციდენტი და მერე ყველაფერი ძველებურად რჩება.
ყოველი წლის ბიუჯეტის მიღებისას გავყვირით, რომ მიხედონ ამ სფეროს. მაინც არაფერს აკეთებს ხელისუფლება. რაში არ ფლანგავენ ფულს, ფსიქიატრიისათვის კი არაფერი ემეტებათ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან და ყველაზე ნაკლებად შესწევთ საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი.
კატასტროფული მდგომარეობაა ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსების კუთხით. მხოლოდ 24 მილიონი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან. ეს 7,4 მილიონი ევროა, რომელიც ერთი კლინიკის ხარჯია ევროპის ქვეყანაში.
ფსიქიატრიის დაფინანსების მხრივ საქართველო ყველაზე ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებითაც კი.
”მსგავსი შემთხვები ყველგან ხდება”, არ არის სწორი არგუმენტი. იმ ინტესივობით, რაც ჩვენთან, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხდება, არსად სხვაგან არ აღინიშნება.
მალე მომავალი წლის ბიუჯეტს წარმოადგენს მთავრობა და ეჭვიც არ მეპარება, არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. პირიქით, ლარის გაუფასურების გამო უარესიც იქნება.
როცა ჩინოვნიკების სარესტორნო ხარჯები არის პრიორიტეტული, როცა ყოველწლიურად იზრდება ბიუროკრატიული შტატები უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყებაში( მათ შორის პარლამენტში), სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ“- წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






