"კაცხის სვეტი: არაჩვეულებრივი მონასტერი, სადაც ბერები ღმერთს უახლოვდებიან" - ამ სათაურით აქვეყნებს CNN-ი საქართველოს ერთერთი ულმაზესი ისტორიული და რელიგიური ცენტრის შესახებ.
"დასავლეთ საქართველოს რეგიონის, იმერეთის ულამაზესი მიხვეულ-მოხვეული გზების გავლით შეგიძლიათ უდიდესი სიამოპვნება მიიღოთ, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვლება, სანამ დაფარულ გადასახვევს არ მიადგებით, რომლის საგზაო ნიშანზე ეკლესიაა გამოსახული. ეს არის გზა კაცხის სვეტთან - ბუნებრივ მონოლითთან, რომელიც 40 მეტრზე აღმართულა და რომლის მწვერველზეც მდებარეობს ალნათ ყველაზე იზოლირებული და ყველაზე წმინდა მონასტერი მთელს მსოფლიოში, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან 200 კმ-ში მდებარეობს. ეს ადგილი საკმაოდ მიუდგომელია - აქ არ დადის მატარებელი, მხოლოდ მანქანა ან ვტობუსით შეგიძლიათ მიუახლოვდეთ და შემდეგ ფეხით 20 წუთიანი გზის გავლა გიწევთ, როდესაც უეცრად თქვენს თვალწინ ეს მონოლითი აღიმართება წმინდა ქართული პეიზაჟის ფონზე. ეს ჯადოსური შთაბეჭდილება ძლიერდება, რაც მას უახლოვდები. ციცალო კიბეებზე ასვლა და თქვენ ადგილზე ხართ - სვეტის ძირში, საიდანაც ჩანს მონასტერი და პატარა სამლოცველო." - ნათქვამია მედიასაშვუალების ინფორმაციაში.
CNN-ი დაწვრილებით აღწერს კაცხის სვეტის ისტორიას და მის ამჟამინდელ მდგომარეობას. აქვე აღნიშნულია, რომ რკინის კიბეებზე ასვლა, რომელთაც მწვერვალზე აჰყავხართ მხოლოდ ბერებს და იმ მამაკაცებს შეუძლიათ, ვისაც სპეციალური კურთხევა აქვს სასულიერო პირებისგან.მასალის გამოყენების პირობები