"კახეთის მოსახლეობასთან განვიხილეთ პროექტები, რომლებიც იდეების ინკლუზიური გენერირებით უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას"- ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:16, 26 Aug, 2019     1500
„ადგილობრივ საჭიროებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და ყველა პროექტი, რომელიც ერთობლივად განვიხილეთ, ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ინკლუზიურად იდეების გენერირება და შეიქმნას ისეთი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებას ზრდას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მინისტრის მოადგილესთან ერთად თელავის სოფლებში - კისისხევში, ნასამხრალსა და წინანდალში იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტარები - ირაკლი სესიაშვილი, ლევან კობიაშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. როგორც შეხვედრებზე ითქვა, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან იმ გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა.


„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების გამართვა, ვინაიდან უშუალო კონტაქტი მყარდება მოსახლეობასთან და ადგილზე ვეცნობით პრობლემებს, რომლებიც შემდეგში არის მოსაგვარებელი. 2020 წლის ბიუჯეტი უკვე არის დაგეგმარების პროცესში და გვსურს, გავაკეთოთ აქცენტები და პრიორიტეტები გამოვყოთ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით. ამ კომუნიკაციის ხიდი სულ უნდა არსებობდეს" - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრებზე ხაზი გაესვა მცირე სასტუმროებისა და ღვინის ტურიზმის განვითარებასაც. „ბუნებრივია, როდესაც ორიენტირებულები ვართ, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სერვისი. ამ მხრივ, ძალიან კარგი ინიციატივა გააჟღერა ადგილობრივმა ხელისუფლებამ - ეს არის კოოპერირების მოდელი, სადაც არის სახელმწიფოს კონტრიბუციაც და ეს ყველაფერი გავაცანით მოსახლეობას" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42