14 სექტემბერს დედამიწას Empire State Building-ზე 2-ჯერ დიდი ასტეროიდი ჩაუვლის
ეს საინტერესოა - 16:59, 26 Aug, 2019     1469

უზარმაზარი ასტეროიდი 2000 QW7, რომელიც ზომით ორჯერ აღემატება Empire State Building-ს, სამი კვირის შემდეგ, 14 სექტემბერს დედამიწას 23 100 კმ/სთ სიჩქარით ჩაუვლის.

კოსმოსური ობიექტის დიამეტრი 650 მეტრია.

Nasa-ს დედამიწის ახლოს მდებარე ობიექტების შესწავლის ცენტრის (CNEOS) ინფორმაციით, ასტეროიდი ჩვენს პლანეტას უსაფრთხო, 3,3 მილიონი მილის მანძილზე ჩაუვლის.

შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას ილონ მასკმა დაწერა, რომ დედამიწას მკვლელი-ასტეროიდებისგან თავდაცვის სისტემა არ გააჩნია. ეს პასუხი მან ასტეროიდ აპოფისზე დასმული კითხვის პასუხად გასცა, რომელიც დედამიწას 2029 წელს მოუახლოვდება. მისი თქმით ეს კონკრეტული ასტეროიდი სახიფათი არ არის, თუმცა აუცილებელია მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თავდაცვის საშუალება პლანეტას ჰქონდეს.

ასტეროიდ აპოფისს სახელი ეგვიპტური ქაოსისა და ბნელეთის ღმერთის აპოპის მიხედვით ეწოდა (უზარმაზარი გველი, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობს და მზის განადგურებას ცდილობს). ილონ მასკის გარდა, აპოფისისა და დედამიწის შავარაუდო შეჯახების თაბიდან აცილების მეთოდებზე Nasa-ც ფიქრობს. ზომით ასტეროიდი ეიფელის კოშკს აღემატება და იგი დედამიწას რამდენჯერმე ჩაუვლის ახლოს, რომელთაგან ყველაზე სახიფათო - 2068 წელს მოხდება.

მეცნიერებმა სიმულატორიც კი შექმნეს, თუ რა მოხდება მისი დედამიწაზე დაცემის შემთხვევაში. სიმულატორის თანახმად, ეს ატლანტიკის ოკეანეში, აშშ-ის სანაპიროსთან ახლოს მოხდება, ხოლო შეჯახებით გამოწვეული აფეთქება 65000 ჰიროსიმის ბომბის ექვივალენტი იქნება.რამდენიმე საათში შეიქმენბა გიგანტური ცეცხლოვანი ბურთი და დარტყმითი ტალღა, რომელიც კანზასის შტატამდე მიაღწევს, ხოლო სტეროიდის ნამსხვრევები უკან დედამიწაზე დაბრუნდებიან ცეცხლოვანი პატარა ასტეროიდების სახით. ბუნებრივია, ეს შეჯახება უამრავ სუპერცუნამის გამოიწვევს. შეჯახების სავარაუდო სიჩქარე, სიმულაციის თანახმად 15 000 მილი საათში იქნება. ალბათ არ ღირს სუბარი იმის თაობაზე თუ რა მოხდება შემდგომ ჩვენს პლანეტაზე. აქვე Nasa აცხადებს, რომ ამ შეჯახების ალბათობა 1/250000-ია, მაგრამ ამ ან მომავალი შეჯახებების თავიდან აცილების საშუალების მოფიქრება მაინც აუცილებელია.

აქვე მეცნიერები იმასაც აცხადებენ, რომ მკვლელი-ასტეროიდის გარდა არსებობს კიდევ რამდენიმე ციური სხეული, რომელიც უახლოეს 50 წლის განმავლობაში დედამიწას ჩაუვლის და ყურდაღების გამახვილება მათზეც აუცილებლად საჭიროა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42