პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არჩევანის წინაშე - "სელებრითების სამყარო" თუ სამეფო ოჯახი
ეს საინტერესოა - 22:15, 25 Aug, 2019     1217

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არჩევანის წინაშე დგანან - მიეკუთვნებიან ისინი "სელებრითების სამყაროს" თუ სამეფო ოჯახს, - აცხადებს ბრიტანეთის სამეფო კარის ბიოგრაფი ანჯელა ლევინი.

ეს განცხადება ბიოგრაფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰარი და მეგანი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრესის უარყოფითი სტატიების გმირები გახდნენ. მედიამ უარყოფითად შეაფასა მათი კერძო თვითმფრინავით განხორციელებული 11 დღიანი მოგზაურობა.

"თავად ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ და ჰაერში ნორმაზე 7-ჯერ მეტი გამონაბოლქვი გაუშვეს," - წერდა მედია.

ეს ფაქტი განსაკუთრებით უარყოფითად იმის გამო შეფასდა, რომ იმავე დღეებში ჰარის ძმა კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და კეიტ მიდლტონი, შვილებთან ერთად ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით გაემგზავრნენ ნორვიჩიდან აბერდინში.

ამ უარყოფით შეფასებებს ელტონ ჯონიც გამოეხმაურა, რომელსაც სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია Castel Mont-Alban-ში სტუმრობდნენ.

"ჰარის დედა უელსის პრინცესა დაიანა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მე ძალიან შეწუხებული ვარ იმ ფაქტით, როიმ ჰარის და მეგანის კერძო ვიზიტს ჩემს სახლში ასეთი ხმაური მოჰყვა," - დაწერა მომღერალმა სოცქსელში.

სწორედ ამ ფაქტის გამო ურჩევს ანჯელა ლევინი წყვილს სამომავლოდ არჩევანის გაკეთებას.

"როლი რომელთსაც ისინი თამაშობენ, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, უფრო და უფრო დამაბნეველია. ხალხი გაურკვევლობაშია, ვინ არიან ისინი, მსოფლიოს გარშემო "მორბენალი" სელებრითები, თუ სამეფო ტახტის შემადგენელი ნაწილი?" - აცახდებს ბიოგრაფი.

იგი იმასაც აღნიშნავს, რომ წყვილი ნამდვილად ამბიციური და მოწოდებული ფილანტროპია და დადებითად აფასებს მათ გადაწყვეტილებას - განახორციელონ საქველმოქმედო ტური სამხრეთ აფრიკაში: ანგოლაში, მალავისა და ბოტსვანაში, სადაც ისინი სამი თვის არჩის წაყვანასაც გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42