2019 წლის 26 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და მესამე პირად ჩართული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე პირველ სხდომას გამართავს. ორგანიზაცია სასამართლოში წყლის მოხმარებისთვის შეუსაბამოდ მაღალ ღირებულების - 1,055.44 ლარის დაკისრებას და მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარს ასაჩივრებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, წინასწარი განზრახით, სრულიად მოულოდნელად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა, რაც, აიხსნა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს წერილით და იმაზე მითითებით, რომ წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია.
მასალის გამოყენების პირობები






