ახლადარჩეული ეპისკოპოსების ვინაობა უკვე ცნობილია
საზოგადოება - 13:24, 14 Oct, 2013     1451

ცნობილია იმ მღვდელმთავრების ვინაობა, რომლებიც ახლადშექმნილ ეპარქიებს უხელმძღვანელებენ. აღნიშნული გადაწყვეტიელება წმინდა სინოდმა რამდენიმე დღის წიბ მიიღო.

როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული , მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას გარდაბნის ეპარქია. მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია მანგლისისა და თეთრიწყაროს და მეორე აგარა-წალკის ეპარქია. ურბნისისა და რუისის ნაცვლად ჩამოყალიბდეს რუისისა და ურბნისის ეპარქია და სურამისა და ხაშურის ეპარქია. სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიად. რუსთავისა და მარნეულის ეპარქიების რეორგანიზაციით შეიქმნას რუსთავის ეპარქია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია.

"წმინდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზ იორამაშვილის თხოვნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა, მაღალყოვლადუსამღდელოესობის მიტროპოლიტი თადეოზი გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან და დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად და განესაზღვროს სტატუსი, ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი. წმინდა სინოდმა ასევე მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის თხოვნა, ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა მაღალყოვლადუსამღდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის მმართველობიდან და დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მასზე მზრუნველობა. განესაზღვროს სტატუსი ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი", - აღნიშნულია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოს დავით ტიკარაძის საკითხის შესახებ დაადგინა, რომ იგი დაინიშნოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად. განესაზღვროს სტატუსი ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი.

სინოდის სხდომაზე ასევე განიხილეს სამღდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინეს, რომ არქიმანდრიტი მიქაილ გაბრიჩიძე გამორჩეული იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე გამორჩეული იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად, იღუმენი დამიანე ხუფენია გარჩეული იქნას სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსად, იღუმენი გიორგი ჯანდელიანი მარნეულისა და უჯარმის ეპისკოპოსად, იღუმენი სიმონ ცაკაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსად, მღდელმონაზონი იოანე შომახია აგარა-წალკის ეპისკოპოსად, მღდელმონაზონი გრიგოლ კაცია მარტოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42