თბილისში #72 ავტობუსის კონტროლიორს სცემეს - „ხელფასიდან 100 ლარს ჩამომაჭრიანო... ურტყამდა მუშტებს და წიხლებს მამის ტოლ კაცს“
სოც.მედია - 16:01, 25 Aug, 2019     7953
კამპანია „არა მონობას“ „ფეისბუქგვერდზე“ ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ავრცელებს ინფორრმაციას, რომ სამმა ახალგაზრდამ 72 ნომერ ავტობუსის კონტროლიორრი მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ ეს შუახნის კაცი მგზავრობის საფასურის გადახდას ითხოვდა:

„ნახევარი საათის წინ 72 ნომერი ავტობუსით ვმგზავრობდი. ასვლისთანავე შევამჩნიე შუახნის მამაკაცი კონტროლიორი, რომელიც უკან მჯდომ სამ ახალგაზრდა კაცს სთხოვდა, ბილეთები აეღოთ. ბიჭები ტელეფონში იყვნენ თავჩარგულები და ზედაც არ უყურებდნენ. რამდენჯერმე მიმართა კონტროლიორმა, ჩადით, თორე თითო უბილეთო მგზავრზე ხელფასიდან 100 ლარს ჩამომაჭრიანო (ვინც 72 ნომრით მგზავრობთ, გეცოდინებათ, რომ მეტროს გაჩერებასთან ყოველთვის ამოდის მონიტორინგი და ამოწმებს კონტროლიორს). ბიჭებმა ისევ არ გააკეთეს რეაგირება. მეორე გაჩერებასთან კონტროლიორმა მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა და ბიჭებს ჩასვლა მოსთხოვა. 5 წუთი ისე გავიდა, ჩასვლას არ აპირებდნენ. მგზავრები აყვირდნენ, გვეჩქარებაო. ხან მძღოლს დაეტაკნენ, ხან - კონტროლიორს. ეს უკანასკნელი იდგა და ცდილობდა აეხსნა ხალხისთვის, რომ სამას ლარიან ჯარიმას დააკირსებდნენ ხელფასიდან. ბოლოს, უბილეთო მგზავრებიდან ორი ადგა და გინებით ჩავიდა, ერთმა კი მგზავრებს მუჯლუგუნი გვკრა, წინა კარში გადახტა და კონტროლიორის სცემა. ურტყავდა მუშტებს და წიხლებს მამის ტოლ კაცს, რომელიც მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა! თითქოს ის იყო დამნაშავე, მას რომ ფული არ ჰქონდა!

ქვემოდან კი დარჩენილი ორი უბილეთო ცდილობდა კონტროლიორის ძირს ჩაგდებას. აგინებდნენ და სცემდნენ საწყალ კაცს .მგზავრებმა, როგორც იქნა, გაათავისუფლეს და კარი დაიხურა. ჩვენც დავიძარით. ზოგი ისევ კონტროლიორს ამართლებდა, ზოგიც კი ამტყუნებდა!

ვინაიდან ამ კომპანიის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდს ადევნებს თვალს, თქვენთან მაქვს კითხვა: რით იცავთ საკუთარ თანამშრომლებს ცემა-ტყეპისგან? რატომ აჭრით მათ ხელფასიდან თითო უბილეთო მგზავრზე 100 ლარს?

მიპასუხეთ, რა ქნას თქვენმა ნაცემმა თანამშომელმა, რომელიც ამ წუთასაც იმ ავტობუსში ზის ნამუსახდილი და შეურაცხყოფილი და არ აქვს გარანტია, რომ ხვალ ისევ არ სცემს ვიღაც? ცალკე პრობლემაა ქვეყნისთვის ის, რომ 30 წლის კაცს 50 თეათრი არ აქვს ჯიბეში და არც შეგნება, რომ ამის გამო სხვა არ აზარალოს და ცალკე ის პრობლემა, რომ სატრანსპორტო კომპანია არ იცავს თანამშრომლების უსაფრთხოებას და სხვისი უბილეთობის გამო 100 ლარით აჯარიმებს! იქნებ, ვინმემ მიპასუხოს, რა უნდა გააკეთოს კონტროლიორმა ასეთ დროს? თავი აცემინოს გაუბედურებულ ხალხს თუ საკუთარი ხელფასიდან 100 ლარი გაიღოს თითო უბილეთო მგზავრზე? ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ დანაშაული თქვენ მიგიძღვით ადამიანებს რომ აიძულებთ ცემა ტყეპა ითმინონ ორი კაპიკის სანაცვლოდ!

ეს უნდა დასრულდეს!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42