დვანელები 350 ქართულ დროშას ითხოვენ, რომ ის ყველა სახლთან ფრიალებდეს
საზოგადოება - 12:12, 14 Oct, 2013     6955

გელა გელაშვილი, რომელიც დვანში გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაში "ფეისბუქის" სხვა მომხმარებლებთან ერთად მონაწილეობდა, წერს, რომ დვანში ერთერთ ქორწილში მოხვდნენ, სადაც დვანელებმა გადასცეს თხოვნა, 350 საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოგზავნის შესახებ, ასევე, მადლობის წერილი გაატანეს თბილისის მერთან გიგი უგულავასთან.

გელა გელაშვილმა წერილის ასლიც გამოაქვეყნა.

"დვანში გახლდით გუშინ. დვანამდე რამოდენიმე სოფელი უნდა გაიარო. მათ შორის დირბი (ცნობილი "დირბულას" სამშობლო). სახლებზე ვერ ვიტყვი, ჩვეულებრივი ქართლურ ყაიდაზე ნაშენი სახლებია, მაგრამ მხედველობის კონცენტრაციას, მხოლოდ ამ სოფლებში გამავალ გზაზე თუ მოვახდენთ, ტიპიური ევროპული ქვეყანაში აღმოაჩენ თავს. შესანიშნავი საფარი, დახაზული, ველოსიპედთათვის განკუთვნილი ზოლები ორივე მხარეს, ყოველ ას მეტრში გადასასვლელები ფეხით მოსიარულეთათვის, უამრავი ლურჯი საგზაო ნიშანი.

მტრის ჯინაზე ქორწილები და ძეობები გრძელდება ამ მართლაც ულამაზეს სოფელში და რომ მეგონა შეშინებული და დაბეჩავებულ დვანელებს ვიხილავდი, ვცდებოდი თურმე. შემართული და პატრიოტი ხალხი დამხვდა ამის ნაცვლად. თუმცა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების დეფიციტს განიცდიან, არცერთს ამაზე არ დაუჩივლია. ერთ რამეს ითხოვენ მხოლოდ.

ქართულ ეროვნულ დროშებს!!!

350 ქართული დროშა უნდათ, რომ ყოველი სახლის თავზე ააფრიალონ ამაყად.

შევპირდი ჩამოგიტანთ-მეთქი.                                                                                     

წამოსვლისას ქორწილში შეგვიპატიჟეს. უარი ვერ უთხარით და მცირე ხნით შევყევით. იმედიანად არიან.

ერთმა ახალგაზრდამ ასე თქვა, იმი დედა ვატირე, თუ იქითა მხარეს არ აუფრიალო აეგ ჩვენი დროშაო.

მეორემ- გაგებით მეეკიდეთო არა-ო?. გაგებით კიარა, აეგრე გადეეცი ივანიშვილსა, მაგას ხოარა სძმარამსო.

ბოლოს, წამოსვლისას, წერილი დაწერეს გიგი უგულავას სახელზე და გადმომცეს. ბევრი სიკეთე აქვს მაგ კაცს ჩვენთვის გაკეთებულიო.

აქვე დავდებ ამ წერილს...", - წერს გელა გელაშვილი "ფეისბუქზე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42