„რომელ ერთს ვდიოთ, ბატონო თომას?“ - ქართული საზოგადოების სახელით ჰამერბერგს წერილი გაუგზავნეს
საზოგადოება - 11:23, 14 Oct, 2013     2814

სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს, თომას ჰამარბერგს ღია წერილი ქართული საზოგადოების სახელით გაუგზავნეს და ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდეს.

ღია წერილი გაზეთ „კვირის პალიტრის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა. ღია წერილის ავტორებმა „უზნეობისა და გარყვნილების პროპაგანდა“, „უზნეობის უსირცხვილო ექსჰიბიციონიზმი“ უწოდეს 17 მაისის ლგბტ პირების აქციას და ხაზი გაუსვეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთაც ხმა არ ამოუღიათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს, „წელს ელვისებური სისწრაფით გამოესარჩლნენ გარყვნილების პროპაგანდისტებს“.

ღია წერილს ხელს აწერენ პოეტი რეზო ამაშუკელი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა.

„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ღია წერილიდან, რომლის სრული ვერსიის წაკითხვა „კვირის პალიტრის“ დღევანდელ ნომერში შეგიძლიათ:

"უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან. ეს უახლესი იდეოლოგიური ფანდი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გახლავთ, რამდენადაც უნდა ეცადონ მის დამკვიდრებას დასავლეთში. 

დარწმუნებულნი ვართ, რომ სექსუალური პერვერსიის მატარებელი ადამიანების გაიგივება ნებისმიერი

ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც მიზანმიმართულად მოხდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ამ ბოლო წლებში, ხელოვნური, განზრახ თავს მოხვეული იდეოლოგიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ადამიანური საზოგადოების ცხოვრების საუკუნოვან წესთან";

„ყველანაირი საჯარო ღონისძიება იმის პროპაგანდაა, რასაც იგი ქადაგებს და ამის უარყოფა ალოგიკურია. გვინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ანალოგიური აქციის მცდელობა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის წინ გაიმართა, სადაც ვითომ უწყინარი უფლებების რეალიზება გადაიქცა ბავშვების თვალწინ გარყვნილების პროპაგანდად. თქვენ უფლებებს იცავთ და სწორედ ეს არის იმ მშობლებისა და ბავშვების უფლებების შელახვა, რომელთათვისაც მიუღებელია უზნეობის უსირცხვილო ექსჰიბიციონიზმი. საქართველოში გარყვნილების მიმდევრებს, რომელთაც იციან, რომ ცოდვას სჩადიან, არავინ ერჩის, რადგან ჩვენი ტრადიციისამებრ ყველა ადამიანმა საკუთარ სინდისსა და წესიერებაზე უნდა იზრუნოს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკუნოვანი წესები იძლევა გარყვნილებისა და უწესობის საჯაროდ პროპაგანდისა და ზეიმის უფლებას";

"თქვენმა დამსაქმებელმა თქვენ სამუშაოდ ტრადიციულ საზოგადოებაში მოგავლინათ. დიპლომატიის ნორმები თქვენგან მოითხოვს პატივისცემას იმ ქვეყნის ტრადიციებისა, სადაც იმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თბილისში ქრისტიანული ზნეობის დაცვას 100 000-მა ადამიანმა რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით თავი შესწირა. თბილისელები ამ ადამიანებს წმინდანებად

მიიჩნევენ. თქვენ კი გამოდიხართ და ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის მცხოვრებთ ჭკუას გვასწავლით, თუ რა არის წესიერება და კიდევ ამბობთ, რომ, თურმე ჩვენც უფლება უნდა მოგვეცეს ჩვენი აზრის გამოხატვისა! მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ თქვენ გეძლევათ ჩვენგან უფლება ჩვენს ქვეყანაში თქვენი აზრის თავისუფლად გამოხატვისა, ჩვენ კი უფლებას ვიტოვებთ, გაგცეთ პასუხი თქვენს აზრზე"; 

"ამა წლის 17 მაისის აქცია გახლდათ პროვოკაცია მიმართული საზოგადოების დესტაბილიზაციისა და დაპირისპირებისაკენ. შეგახსენებთ, რომ იმავე ადგილზე, რუსთაველის პროსპექტზე, სააკაშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცა 2011 წლის 26 მაისს. დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები მკვლელებმა იქვე მდებარე მაღაზიის თავზე დამალეს და დილას იქ სამხედრო აღლუმი ჩაატარეს. ევროკავშირის ქვეყნების ის წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ იმ გვამებიდან ასიოდე მეტრში და ერთი პროტესტი არ გამოუხატავთ წინაღამით ადამიანის სიცოცხლის უფლების შელახვასა და ასობით ადამიანის უსასტიკესად დასახიჩრებაზე, წელს ელვისებური სისწრაფით გამოესარჩლნენ გარყვნილების პროპაგანდისტებს, რომელთაგანაც, მადლობა ღმერთს, ერთი მსხვერპლიც კი არ ყოფილა. რა დასკვნები უნდა გააკეთოს ამის შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ დასავლეთის პრიორიტეტებზე ადამიანების უფლებებთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში?";

"თქვენ ამბობთ, რომ "საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა გამოხატოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობისა“. გვიკვირს, რომ გვაიძულებთ, შეგახსენოთ, რომ ქართული ეკლესიის 

საჭეთმპყრობელმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ იმ დღესვე განაცხადა, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას. ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ჩვენი ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა ჩვენში გაოგნებას იწვევს. 

საერთოდ ყოველგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ზეწოლისა, ჩვენთვის, როგორც არასაეკლესიო, საერო პირთათვის მიუღებელია. ჩვენთვის გარყვნილების პროპაგანდა მიუღებელია ასევე დემოგრაფიის კუთხითაც. ამ პირობებში ჩვენი ერისათვის სრულიად დამღუპველია ანტიოჯახური უზნეობის პროპაგანდა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერილი იდეოლოგიით წლიდან წლამდე ახალ-ახალი აბრევიატურები ემატება. რომელ ერთს ვდიოთ, ბატონო თომას, რას გვეტყვით, თუ მომავალ წლებში გარყვნილების მხარდაჭერილი ინტერნაციონალის ოთხ ასოს კიდევ სხვა აბრევიატურებსაც შემატებს დასავლეთი? 

განა არ მიდის თქვენთან ზრდასრული ადამიანების ბავშვებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციისათვის პოლიტიკური ბრძოლა ადამიანის უფლებების დროშით?. ნება გვიბოძეთ, თავად

განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პატივცემული და ბევრ რამეში მისაბაძი დასავლეთიდან მისაღები და რა - მიუღებელი. და თუ ჩვენი მეგობრობა თქვენთვისაც უბრალოდ სიტყვა არ არის, მაშინ თქვენც უნდა გჯეროდეთ მისი ფუნდამენტური თვისებისა, რომელსაც 

მეგობართა თანასწორობა ჰქვია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენც უნდა გსურდეთ ჩვენგან რაღაცის სწავლა ან შეხსენება".

ფოტო: 2013 წლის 17 მაისი. ავტორი - გიორგი გოგუა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42