„თვალებს დავთხრი ქარელის გამგებელს“ (ვიდეო)
საზოგადოება - 11:02, 14 Oct, 2013     7038


ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დასახლებაში, სადაც ისინი ცხოვრებენ, მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარიის გამო ზაფხულობით საცხოვრებელ სახლებში ქვეწარმავლები შედიან.

როგორც ისინი ,,ნიუპოსტთან'' საუბრისას აცხადებენ, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა გამგეობიდან მათთან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.

ეთერ უსანეთაშვილი: „მთელი ზაფხულია, გველები გვასევიან, ზამთარი მოდის და ახლა ვირთხებმა შეგვჭამეს... ანტისანიტარიაა მთელს უბანში, კანალიზაციის მილებიდან ფეკალური მასა გადმოდის, სადარბაზოში რომ შევიდეთ,  ნავი გვჭირდება...

კორპუსებთან მისასვლელ გზებს ჩვენს უბანში მხოლოდ იქ აკეთებენ, სადაც ქარელის გამგეობის თანამშრომლები ცხოვრობენ. უკვე ასჯერ ვიყავით გამგეობაში, განცხადებები შევიტანეთ, მაგრამ აქამდე არავინ მოსულა.

თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, უახლოეს პერიოდში გადავკეტავთ რკინიგზას და  თვალებს დავთხრი გამგებელს...

ჩვენს ქუჩაზე, სადაც  100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, არ არსებობს არანაირი სკვერი, ბავშვებს სკოლაში წასვლა ამორტიზებული გზის მეშვეობით უწევთ. იმის გამო, რომ ჩვენი ქუჩა ქარელიდან  მოშორებით მდებარეობს, ბავშვები სკოლაში წასასვლელად მოკლე გზას იყენებენ, სადაც მდინარეზე ხიდის საშუალებით უწევთ გადასვლა. რამდენიმე თვის წინ, იმის გამო, რომ ხიდს მოაჯირი არა აქვს, წყალში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა და დაიხრჩო... მოგვაქციონ ყურადღება“.

მძაფრი პროტესტის შემდეგ ამ უბნის მცხოვრებთა პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლებაც გამოეხმაურა, თუმცა, ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ამბობს: ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ლეკიშვილი აცხადებს, რომ მუსხელიშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", ქარელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42