„BK Construction“-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:24, 23 Aug, 2019     1810

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ - თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

ამ მოწოდებებით m2-ის სამშენებლო კომპანია BK Construction-მა ჩაფხუტების დღისადმი მიძღვნილი კამპანია დაიწყო.

სამშენებლო სფეროში 26-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი ხელოსნების უსაფრთხოების თემას განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. სწორედ ამიტომ რეგულარულად ახორციელებს როგორც სპეციალურ სწავლებებს, ისე გრძელვადიან თუ ერთჯერად კამპანიებს.

ჩაფხუტების დღესთან დაკავშირებით კომპანია საინფორმაციო ხასიათის სხვა აქტივობებსაც გეგმავს, რომლებშიც მათი ხელოსნებიც იქნებიან ჩართული. კოტე ყუბანეიშვილის მიერ დაწერილი საინფორმაციო-გამაფრთხილებელი შინაარსის გალექსილ სლოგანებს, ჩაფხუტებზე დასაკრავი სტიკერების სახით, სწორედ მათი ხელოსნები გაავრცელებენ.

„ჩვენს სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით. ჩვენმა ხელოსნებმა იციან, რომ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, ამიტომ დროდადრო ვახორციელებთ მსგავს აქტივობებს, სადაც მათი ჩართულობა ჩვენთვის უპირობო მოცემულობაა. აღნიშნული კამპანიით გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას და ყველას შევახსენოთ, ვთხოვოთ და მოვუწოდოთ, რომ დაიხურონ ჩაფხუტი!“ - ამბობს ნინო რუხაძე, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42