ლეგენდები ჰიმალაებში, ზღვის დონიდან 5029 მ სიმაღლეზე მდებარე, მყინვარისგან წარმოქმნილ მცირე ზომის ტბა როოპკუნდში ჩონჩხების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში დადიოდა. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ტბასთან მართლაც აღმოაჩინეს 500-ზე მეტი ადამიანის ჩოჩხი, რომელთა რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ერის პირველ ათასწლეულში ცხოვრობდნენ. ძვლების ასაკს შორის სხვაობა რამდენიმე ასეული წელია.
დღემდე რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობდა ამ რაოდენობის ადამიანისს დაღუპვასთან დაკავშირებით - ვულკანური ლავის ამოხეთქვიდან დაწყებული, დიდი ზომის სეტყვით დამტავრებული, თუმცა ჩონჩხებში ასაკის განსხვავებას ვერცერთი მათგანი ვერ ხსნიდა.
ცოტა ხნის წინ ამერიკელი, გერმანელი და ინდოელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ჩონჩხების დნმ-ის ანალიზს თითქოს ამ საიდუმლოსთვის ფარდა უნდა აეხადა, თუმცა, მან არამატრო დააღვია ყველა არსებული ჰიპოთეზა, არამედ "ჩონჩხების ტბის" ისტორია უფრო იდუმალი გახადა და მეცნიერების წინაშე ახალი კითხვები დასვა.

კვლევის დროს შესწავლილ იქნა 23 მამაცისა და 15 ქალის დნმ-ი. 38 გენომი შეადარეს 1521 უძველესი ადამიანისა და 7985 თანამედროვე ადამიანის მონაცემებს.
გაირკვა, რომ 38 მათგანი დღეს არსებულ სამ გენეტიკურ ჯგუფს განეკუთვნება. 23 თანამედროვე ინდოეთში მცხოვრებ ხალხებს ენათესავება, ხოლო 14-ის გენოტიპი - კრეტასა და საბერძნეთსი მცხოვრებ ხალხებისას. ერთი ადამიანის გენოტიპი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ხალხებს.
მათი ასაკი განსხვავებულია სამხრეთ აზიელების ასაკი მე-7-10 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალენ, შესაბამისად, გამოირიცხა მათი ლავის, ეპიდემიისა ან სხვა რაიმე ერთჯერადი მოვლენის გამო დაღუპვის შესახებ ყველა ჰიპოთეზა.
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის ხალხების გენოტიპის მქონე ჩოჩხების ასაკი 17-19 საუკუნეებს განეკუთვნება.
ამ 38 ადამიანიდან (23 მამაკაცი და 15 ქალი) ერთმანეთს არცერთი ენათესავება. ნაწილი მათგანი ახალგაზრდაა, თუმცა არიან ხნიერებიც.
"ფაქტია, რომ ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან ხალხის ჩამოსვლა ადასურებს იმ ფაქტს, რომ როოპკუნდის შესახებ რატომღაც მათაც იცოდნენ," - აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი აიდიინ ჰარნი.
ამასთან, მეცნიერები აღიარებენ, რომ ამ დაინტერესების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"ადგილობრივი ფოლკლორის მიხედვით, მთის ქალღმერთ ნანდა დევის სალოცავთან უამრავი მომლოცველი მიდიოდა. ერთერთი ასეთი მსვლელობის დროს, რომელსაც მეფე და დედოფალი მეთაურობდა, ხალხმა უღირსი საქციელით ქალღმერთი ნანდა დევი განარისხა და მან ისინი გაანადგურა. მიუხედავად ამ ისტორიისა, ადამიანების ასეთი მასიური დაღუპვის ფაქტიც არ დასტურდება," - აცხადებენ მკვლევარები.
ამგავრი მომლოცველობა დღესაც გრძელდება. ყოველ თორმეტ წელიწადში ინდოეთიდან სალოცავისკენ ფეხით უამრავი ადამიანი მიდის, ხოლო "ჩონჩხების ტბა" სწორედ ამ გზაზე მდებარეობს.
კითხვები ბევრია, მეცნიერებმა მხოლოდ 38 ჩონჩხი გამოიკვლიეს, თუმცა ისინი გაჩერებას არ აპირებენ და გარდა უკვე აღმოჩენილი ჩონჩხებისა, აპირებენ ტბაშიც ჩაატარონ არქეოლოგიური ძიებები. მომავალ წელს იქ ახალი ექსპედიცია გაემგზავრება და იქ აღმოჩენილი არტეფაქტებს შეისწავლის.
შესაძლოა, ჩვენ ვერასდროს გავიგოთ, თუ რა მიზნით მიდიოდა ამდენი ადამიანი ტბასთან, მაგრამ იმედოვნებენ, რომ შემდგომმა კვლევებმა შეიძლება საიდუმლოს ფარდა ახადოს.
მასალის გამოყენების პირობები






