რუსეთის სამხრეთი სასიკვდილო ცხელების გადამტანი მწერების მიერაა ოკუპირებული - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გაზეთი Известия.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყირიმში და რუსეთის შავიზღვისპირეთში ეპიდემიოლოგების მიერ მასშტაბური კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ რეგიონებში უკვე ფართოდაა გავრცელებული კოღოს ის სახეობები, რომლებიც სასიკვდილო ვირუსების - დენგეს, ჩიკუნგუნიას, ზიკასა და ყვითელი ცხელებების გადამტანებები არიან. სპეციალისტები განცხადენბით, თუ ეს კოღო ერთ ტურისტს მაინც უკბენს, ის რეგიონი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობს შეიძლება მთლიანად მოიცვას.
ექიმები ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხეუკვე დაფიქსირებულია ე.წ. დასავლეთ ნილოსის ცხელების რამდენიმეფაქტი კრასნიდარის მხარეში და ყუბანში. ვირუსი შეიძლება ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებშიც გავრცელდეს, რადგან ეს კოღოები ჩრდილოეთისკენ მიგრირებენ.
"ეს გლობალური პრობლემაა. ტროპიკული დაავადებები, რომლებიც წესით ჩრდილოეთით არ ვრცელდებიან, ბოლო პერიოდში ტემპერატურის ზოგადი მატების გამო რუსეთის ცენტრალური რეგიონისკენ მიიწევენ," - აცხადებენ ექიმები.
ამასთან ამ კოღოებს გადააქვთ იმ მცირე ზომის ჭიების ჭუპრები, რომლებსაც ადამიანისა და ცხოველის შინაგანი ორგანოების დაზიანება შეუძლია.
სახიფათო კოღოები ორი სახეობისაა: Aedes aegypti და Aedes albopictus. მათი გარჩევა ჩვეულებრივი კოღოებისგან მარტივია - პირველს ფეხებზე და ზურგზე თეთრი ლაქები ან ხაზები აქვს, მეორეს შავთეთრი ხაზები ფეხებზე.
საინტერესოა, რა მონაცემები აქვს ამ საკითხზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და გვემუქრება თუ არა ამ სახის კოღოების მიგრაცია საქართველოში ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან, ან დაავადების შემოტანა რუსეთიდან და აფრიკა-ცენტრალული აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების მხრიდან.


მასალის გამოყენების პირობები






