თბილისის ქუჩებში ტაქსი წარწერით #მაიასთვის გამოჩნდა. ეს შვილების ერთობლივი წამოწყებაა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.
სოციალურ ქსელში რატი ქართველიშვილი ტაქსის გამოძახებისას მომხდარ ისტორაზე წერს, სადაც 8 წლის ანასტასიამ დედას თავისი დანაზოგი გამოატანა.
"დღეს ჩვენი ტაქსი გამოიძახეს, Rati Kartvelishvili მივიდა გამოძახებაზე, აღმოჩნდა, რომ ჩვენმა პატარა გულშემატკივარმა, 8 წლის ანასტასიამ, დედას გამოატანა თავისი დანაზოგი, ამ პატარა ანგელოზს უნდა რომ ყველანი კარგად ვიყოთ
რა უნდა დავწერო არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მემგონი ეს ის შემთხვევაა როდესაც ლაპარაკს აზრი არ აქვს
თბილისში რომ ჩამოვალ, პირველი რასაც გავაკეთებ ანასტასიას გაცნობა იქნება, მე დავუმეგობრდები ამ პატარას და მთელ ქვეყანას მოვუყვები, როგორი საოცარი ბავშვია #მაიასთვის
თიბისი GE28TB7739345064300013
საქ.ბანკი GE95BG0000000161310779
მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195
მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: 0901701494" - წერს ნიკა ქართველიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






