adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:48, 22 Aug, 2019     1431

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.

პროექტის ფარგლებში „აჭარაბეთმა“ ფეისბუქზე 15 სახალისო ლაივი მოაწყო — კუების რბოლა, იდუმალი საზამთრო, თხილის ჭყლეტა, ნაღვლიანი სანთლები და ა.შ. მთავარი გამარჯვებული მომხმარებელი სახელად Reprua გახდა, რომელიც იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

პროექტში ჩართული წარმატებული 50 მოთამაშე კი „გაატარე ზაფხული საქართველოში“ კამპანიის ფარგლებში, adjarabet.com-ისგან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დასასვენებლად საზგურებს მიიღებს.

„პროექტ „არიქას“ იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ზაფხულში სპორტული თამაშები შეჩერებულია. გვინდოდა, რომ adjarabet.com-ი ერთადერთი ადგილი ყოფილიყო, სადაც ამ პერიოდში ადამიანებს ფსონებისა და პროგნოზების გაკეთება შეეძლებოდათ. ვთქვით, მოდი ზაფხულში გავერთოთ და გავაკეთოთ ისეთი პროგნოზები, როგორსაც ზოგადად არ ვაკეთებთ ხოლმე და მოდი, მართლა „გავთრეშოთ“, და აი „არიქა“ დაიბადა მაშინ. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი გამოვიდა და ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. დღეს მისი მასშტაბური დასასრული შედგა. გამოვავლინეთ 1 მთავარი და 50 სხვა გამარჯვებული, რომელთაც დაუვიწყარი მოგზაურობები ელოდებათ “,- აღნიშნავს იდეის ავტორი , adjarabet.com-ის მულტიჩენელ მარკეტინგის კონტენტის ხელმძღვანელი ნოდარ ტურაშვილი.

პროექტი 1 თვე გრძელდებოდა და მოთამაშეები საკუთარ პროგნოზებს 15 კრეატიული დავალების მიხედვით, ყოველ 2 დღეში აკეთებდნენ.

საფინალო დავალება მონაწილეებმა ლისის ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე მიიღეს. მათ უნდა გამოეცნოთ, რამდენი ჰელიუმის ბუშტი ასწევდა „არიქას“ ლოგოს.

ერთ-ერთი იღბლიანი, 24 წლის დავით ფრუიძე გახდა, რომლის პროგნოზიც ბუშტების რაოდენობასთან დაკავშირებით გამართლდა.

„ძალიან სახალისო და ლოგიკის განმავითარებელი თამაშია. დიდი ხანია მინდა დასვენება, 52-ე ადგილზე ვიყავი და საფინალო დავალებას მოუთმენლად ველოდი. ჩემი პროგნოზი გამართლდა და ზაფხულს საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში გავატარებ. ძალიან მაგარი თამაშია და მონაწილეობას კიდევ აუცილებლად მივიღებ“, - ამბობს დავით ფრუიძე.

პროექტში ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, „არიქა“ მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მომხმარებელს წინ კიდევ უფრო სახალისო დავალებები ელოდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42