ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილეის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, მისი თქმით ლაურა ღაჭავას დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი და ამის გამო არ აქვს საშუალება რომ ამ ოდენობის გირაო გადაიხადოს.
„დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გამოყენება, ჩვენთვის მიუღებელია. არც ველოდით ასეთი თანხის გაჟღერებას, რადგან სახელმწიფო ბრალდებამაც იცის, რომ ლაურა ღაჭავას დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი. არ აქვს ლაურა ღაჭავას იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი შეიტანოს, ეს იგივე პატიმრობის მოთხოვნაა. ჩვენ გავასაჩივრებთ. თუ აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, ვინმეს ვთხოვთ მის მეგობრებს, რომ უძრავი ქონებით მაინც შევიდეთ, რადგან ამ თანხას ვერ გადავიხდით.”- განაცხადა ამბარდნიშვილმა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესმენი ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ ყალბი აქტივების შექმნის ფაქტზე სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები






