სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთაში ღონისძიებებია დაგეგმილი
საზოგადოება - 08:44, 14 Oct, 2013     1684

დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მცხეთაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.

დღეს დილის 8 საათზე, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთის მიმართულებით უკვე გავიდა ავტობუსები, რომელმაც თბილისიდან სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრების მსურველი მრევლი გადაიყვანა. 

სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს და ის 10:00 საათზე დაიწყება. საზეიმო წირვა-ლოცვა ასევე ეღევლინება საქაღთველოს ყველა მოქმედ ტაძარსა და ეკლესიაში.

რაც შეეხება ღონისძიებებს, ისინი მოიცავს სახალხო ზეიმს - მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) - ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქრის, ნახატების გამოფენა-გაყიდვას; სანდრო კანდელაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაფლის ფესტივალს; მცხეთის რაიონული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს; აღმაშენებლის ქუჩაზე პარალელურად გაიმართება ღონისძიებები - საცირკო სანახაობა; სპორტული ღონისძიება - მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი; სტადიონებზე - მინი-ფეხბურთი, ქართულ ჭიდაობა და ფრენბურთი; "თეატრონის" მიმდებარე ტერიტორიაზე კი - კუთხური სამზარეულოს ფესტივალი.

საზეიმო გალაკონცერტის პირველ ნაწილს მცხეთის ვაჟთა ანსამბლი "მცხეთა" გახსნის. საზეიმო მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამენ მცხეთის კულტურისა და სპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორი გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. 

გალა-კონცერტის მეორე, ახალგაზრდულ ნაწილში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ბიგ-ბენდი" - გია მაჭარაშვილი, აკაკი ვაშალომიძე, თემო მაისაშვილი, ნუგზარ ორჯონიკიძე და სხვები, ასევე, სოლისტები ქეთი ორჯონიკიძე, თემურ საჯაია, გიორგი ძოწენიძე, გიორგი ჩიქოვანი, თეკლა კალმახელიძე, ნინი წიკლაური, ვერიკო მაცაბერიძე, ტატო გოდერძიშვილი. 

ღონისძიებებს დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ალექსანდრე მარგიშვილი, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანების წევრები, საპატრიარქოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. 

დღის ბოლოს დაგეგმილია ფეიერვერკის მოწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42