რა უნდა ვიცოდეთ ონლაინსესხებზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:39, 21 Aug, 2019     1889

სწრაფი სესხები საქართველოში რამდენიმე წელია არსებობს და ბევრი მომხმარებელიც ჰყავს. იმის გამო, რომ სერვისი საკმაოდ მოთხოვნადია, ამ მიმართულებით ბაზარზე მრავალი სხვადასხვა კომპანია მუშაობს. თუ ადრე მომხმარებელს სწრაფ სესხს მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები სთავაზობდნენ, ბოლო დროს მათ ბანკებიც შეუერთდნენ და სწრაფი სესხების ონლაინრეჟიმში გაცემა დაიწყეს.

სესხების მიმართულებით სახელმწიფო რეგულაციები მკაცრადაა განსაზღვრული. ამის გამო ბოლო პერიოდში ბევრმა კომპანიამ ონლაინსესხების გაცემა შეაჩერა, ზოგმა კი - ბაზარი მთლიანად დატოვა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მრავალი ორგანიზაცია, რომელიც ახალი რეგულაციების გათვალისწინებითაც წარმატებით ახერხებს სწრაფი სესხების გაცემას.

სად ავიღოთ სწრაფი სესხი?

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ და ფიქრობთ ონლაინსესხი საიდან აიღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ TBC ბანკის ონლაინსესების პლატფორმას, რომელიც ბაზარზე TBC კრედიტის სახელითაა წარმოდგენილი. თიბისი კრედიტის ონლაინსესხი სწრაფად და მარტივად გაიცემა. ამისათვის არ გჭირდებათ ბანკში მისვლა - განაცხდის შევსება ვებგვერდზე ონლაინ შეგიძლიათ, პასუხს კი დაუყოვნებლივ მიიღებთ.

თიბისი კრედიტი სწრაფ სესხებს 48 თვემდე ვადით გასცემს, აქ შეგიძლიათ მიიღოთ 100-დან 15000 ლარამდე თანხა. რაც შეეხება სესხის პროცენტს, საკრედიტო ისტორიიდან თუ შემოსავლებიდან გამომდინარე, ყოველი მსესხებლისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. თიბისი კრედიტი ბაზარზე ყველაზე მოქნილი და მომხარებელზე მორგებული პირობებით გამოირჩევა.

ონლაინსესხი პირობების მიხედვით არაფრით განსხვავდება თიბისი ბანკის სხვა სტანდარტული სესხებისგან. მომხარებელი ერთდროულად ფარავს ძირს და პროცენტს, რის გამოც სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება. ეს ყველაფერი კი მიანიშნებს, რომ თიბისი კრედიტი, ბაზარზე არსებული სხვა კომპნიებისგან განსხვავებით, ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს, რითაც სწრაფ სესხებზე არსებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს.

რა უნდა ვიცოდეთ სწრაფი სესხის აღებამდე?

ონლაინსესხის აღება სწრაფი და მარტივი პროცესია, თუმცა შესაძლოა რთული დასაფარი გახდეს. აუცილებლად გაითვალისწინეთ სწრაფი სესხების მთავარი მახასიათებელი, რაც მას სხვა სტანდარტული სესხებისგან გამოარჩევს - სესხი მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანია, ამიტომ განაცხადის შევსებამდე კარგად დაფიქრდით სესხის მიზნობრიობაზე - მართლა გჭირდებათ ეს თანხა? ასევე კარგად განსაზღვრეთ, როგორ აპირებთ მის დაფარვას - ნამდვილად შეგიძლიათ ყოველთვიური გადასახადის დროულად გადახდა?

გარდა ამისა, ყურადღებით შეარჩიეთ კრედიტორი კომპანია. უპირატესობა სანდო რეპუტაციის, გამჭვირვალე პირობებით მომუშავე ორგანიზაციას მიანჭით, საიდანაც სესხის აღებაც შემდეგ თქვენს საკრედიტო ისტორიას ეჭვქვეშ არ დააყენებს.

რა გვჭირდება სწრაფი სესხის მისაღებად?

თიბისი კრედიტის სწრაფი სესხის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ:

· უნდა იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე

· უნდა გქონდეთ ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში

· უნდა იყოთ თიბისი ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი

სწრაფი სესხის ასაღებად აუცილებელია შემოსავლების დადასტურება ხელფასის ან გზავნილების სახით. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სახელფასო ანგარიშის ან გზავნილების მიღების ამონაწერის წარდგენა.

კრედიტის აღებამდე ან უკვე არსებული კრედიტის დაფარვამდე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ თქვენი საკრედიტო ისტორია. კრედიტინფოს ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ნახავთ „კრედიტინფო საქართველოს“ ბაზაში თქვენ შესახებ რა სახის ინფორმაცია არსებობს. ამ გზით შეგიძლიათ თავადვე განსაზღვროთ ახალი კრედიტის მიღების შანსი და ასევე უკვე არსებული სესხის ისტორიას ადევნოთ თვალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42