m2 - 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებული თანამედროვე უბანი m2-სგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:27, 20 Aug, 2019     1276

„m2 უძრავი ქონებამ", დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება.

მალე ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია m2 ის ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. გამოწვევა m3-ია - დეველოპმენტის ახალი განზომილება, საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე.

ახალი უბნის ისტორიის წერა უკვე დაასრულა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა (Zimmer Gunsul Frasca Partnership), რომელიც ბაზარზე გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ოპერირებს და მსოფლიოში სფეროს ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, 2016 წელს ის აშშ-ს საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიად დაასახელეს.

ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ სპეციალურად m2-სთვის არქიტექტორთა, ურბანისტთა და დენდროლოგთა გუნდი შეკრიბა. ამერიკელი სპეციალისტებისთვის თბილისის ლანდშაფტური და ურბანული თავისებურებების უკეთესად გასაცნობად და გასარკვევად, m2-მა კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ადგილობრივი კომპანია House Art დაიქირავა, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. კოლაბორაცია წარმატებით შედგა.

„მომხმარებელს ვთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია, რადგან კონკრეტული ფართობის ბინის გარდა, ჩვენი კლიენტი იღებს საერთო მოხმარების უამრავ ობიექტს, მათ შორის, კეთილმოწყობილ სარეკრეაციო ზონას ტყე-პარკის სახით. ეს არის სრულიად ინოვაციური, დეველოპმენტის ახალი ხედვა, როგორც პროდუქტის მხრივ, ასევე მომსახურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას უბნის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს, ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ, ურთიერთობებსა და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს, რაც მას დროისა და ენერგიის დაზოგვაში, ასევე, სოციალიზაციასა და ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება“, - ამბობს შორენა დარჩიაშვილი, „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42