ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კვლავ ჟურნალისტი რეზო საყევარიშვილი დაინიშნა.
„დროანიუსის“ ცნობით, საყევარიშვილმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დენ ბეიტსი 10 ოქტომბერს შეცვალა. საჯარო რეესტრში ცვლილება ამავე რიცხვითაა დაფიქსირებული. საყევარიშვილი „იმედში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მეორედ იწყებს მუშაობას.
მას ეს თანამდებობა 2012 წლის 9 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 14 თებერვლამდე ეკავა. არხის გენერალური დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა - ინა გუდავაძემ, ლიანა ჟმოტოვამ, ნანა პატარკაციშვილმა და მზია თოთლაძემ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიიღეს.
სამეთვალყურეო საბჭოს ორი წვერი ინა გუდავაძე და ლიანა ჟმოტოვა არ ესწრებოდნენ. მათ ნაცვლად გადაწყვეტილების ოქმს ხელი მათმა იურიდულმა წარმომადგენლებმა კობა კვანტალიანმა და ლაშა ბირკაიამ მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები






