პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:31, 20 Aug, 2019     1599
პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.


კონფერენციაზე სპიკერებმა განიხილეს სექტორში არსებული ახალი გამოწვევები და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის განახლების საკითხი. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბრეგაძემ და პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ ღონისძიებაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. კონფერენცია მოწვეულ სტუმრებსა და სპიკერებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

“ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით ძალიან დაინტერესებულები ვართ. ჩვენს პორტფელში 10 %-იანი წილი უჭირავს ამ სეგმენტს და მომავალში კიდევ უფრო მეტ აქტივობას ვგეგმავთ. ძალიან საინტერესოდ და პერსპექტიულად ვთვლით ამ სფეროს. უამრავი გარემოებაა იმისთვის, რომ გვიღირდეს ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა და ინვესტირება. მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მიმართულებას საქართველოში და შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ.” - განაცხადა ვაჟა მენაბდემ, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკს, რომ მათი ინიცირებით დღეს შედგა ეს ღონისძიება. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს ძალიან ბევრი ქვეყნიდან. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იქნება.”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

პაშა ბანკის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. მაშინ ბანკის ინიციატივით განხორციელდა შეხვედრა - MEETING ROOM, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებულ ბიზნეს კონფერენციების ციკლს წარმოადგენდა. პროექტის ფარგელბში, რიგით პირველი კონფერენცია თემაზე „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ 2016 წლის 25 მაისს სწორედ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და სექტორის წარმომადგენლებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42