სამეგრელოში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
საზოგადოება - 12:21, 13 Oct, 2013     1696

ხობის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველები მსუბუქად არიან დაჭრილები და ამჟამად თავს კარგად გრძნობენ.

"ოპერაციის მსვლელობისას ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა. 

სროლის შედეგად დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დავით დემურია, ასევე დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი. მათ სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელყუმბარის ნამსხვრევები მოხვდათ.

თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად 1-ელ ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა. 

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პირი, რომელმაც პოლიციელი მოკლა, 2005 წელს ყაჩაღობისთვის იყო დაკავებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 

ის ციხიდან ამნისტიის შედეგად, 2013 წლის აპრილში გამოვიდა და ორი ყაჩაღობაში მონაწილეობდა, მათგან ერთში - უკვე ძებნილის სტატუსით. ბოლო ყაჩაღობა აწ უკვე ლიკვიდირებული პირის მონაწილეობით, ხობის რაიონის სოფელ თორსაში მსხვერპლით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42