ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოს მამაკაცმა მუხლის ტკივილის ჩივილით მიმართა, მისი თქმით, მუხლი მას დაცემის შემდეგ აწუხებდა. შემოწმების დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცს უფრო სერიოზული პრობლემები ქონდა - მამაკაცის პენისი ნელნელა ძვლოვანდებოდა. ამის შესახებ ჟურნალი Urology Case Reports-ი წერს.
63 წლის მამაკაცი ხელჯოხით სეირნობდა როდესაც წაბორძიკდა და წაიქცა. ის საჯდომზე დაეცა და სერიოზული ტრავმები არ მიუღია, თუმცა წაქცევიდან რამდენიმე ხანში მას მარცხენა მუხლში ტკივილები დაეწყო და ამის გამო ექიმს მიმართა. გამოკვლევების დროს მამაკაცი გენიტალიის არეში ტკივილს არ უჩიოდა და არც გარეგნულად ეტყობოდა რამე, თუმცა მენჯის რენტგენის გადაღების დროს აღმოჩნდა რომ მამაკაცს პენისის გასწვრივ ძვლოვანი მასა აღენიშნებოდა.
პაციენტი დიაგნოზს არ შეუწუხებია და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მუხლზე არაფერი აწუხებდა, პენისის მკურნალობაზე უარი განაცხადა. ექიმები ვარაუდობენ რომ მას კლინიკაში დაბრუნება ისევ მოუწევს, რადგან ასეთ წარმონაქმნები დროთა განმავლობაში იზრდება და დიდ ტკივილს იწვევს.
სასქესო ორგანოს გაძვლოვანება უკიდურესად იშვიათია და სამედიცინო ლიტერატურაში ასეთი მხოლოდ 40 შემთხვევაა აღწერილი..
მასალის გამოყენების პირობები






