სოჭთან მდებარე სოფელ პლასტუნკაში საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებს
ეს საინტერესოა - 02:31, 13 Oct, 2013     15491

რუსულ ინტერნეტსივრცეში ერთერთი ბლოგერი ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, რომ სოჭთან მდებარე სოფლის შესასვლელ–გამოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშაა აღმართული.

ეს სოფელი, რომელსაც პლასტუნკა ჰქვია, თავის დროზე კაზაკებმა დაარსეს. სახელიც შესაბამისი აქვს – „პლასტუნებს“ კაზაკ მზვერავებს უწოდებდნენ. თუმცა, უკვე კარგა ხანია, სოფელში კაზაკები აღარ ცხოვრობენ და იგი სუფთა ქართული დასახლებაა.

უფრო ადრე პლასტუნკას, თურმე, მუტიხუასუა ერქვა. იგი მდინარე სოჭის ორივე ნაპირზეა განლაგებული და სოფელში, რუსული ვიკიპედიის მიხედვით, 1.500 ადამიანი ცხოვრობს. დასახლება ორ – ზედა და ქვედა პლასტუნკადაა დაყოფილი. აქ ქართველები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და იმავე ვიკიპედიის მიხედვით, პლასტუნკა რუსეთში ქართველების უდიდესი დასახლებაა, თუმცა, ქართველებთან ერთად რუსებიც ცხოვრობენ.

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებისთანავე, 8 აგვისტოს, სოფელ პლასტუნკის შესასვლელსა და გასასვლელში სპეციალურ ფლაგშტოკებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს და იგი ორ ადგილას დღემდე ფრიალებს. 

ადგილობრივმა ქართველებმა საგანგებოდ შეარჩიეს მაღალი ფლაგშტოკები, რათა ქართული დროშა სოფლიდან დიდი მანძილზეც ყოფილიყო შესამჩნევი. უკვე წლებია, ადგილობრივი ხელისუფლება დროშას ვერაფერს უხერხებს: მუნიციპალურმა სამსახურებმა რამდენჯერმე სცადეს მათი ჩამოხსნა, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან იმხელა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს, ხოლო ძალის აშკარა გამოყენებაზე, ჯერჯერობით, ვერ წავიდნენ.

რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა რუსეთის ტერიტორიაზე რუსი ბლოგერების ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. ერთ–ერთი მათგანი კითხულობს: „რატომ არის აღმართული რუსეთი ტერიტორიაზე იმ აგრესორი ქვეყნის დროშა, რომელთანაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენს ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს?“ – ბლოგი 2011 წლის 11 აგვისტოთია დათარიღებული და მისი წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

როცა დროშას ვერაფერი მოუხერხეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა ხერხი მოიფიქრა: პლასტუნკაში 110 წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით აგებული სკოლა ჯერ ცხრაწლიანად გადააკეთეს, მერე იქ ქართულის გაკვეთილები შეამცირეს, ბოლო ინფორმაციით კი, ქართული ენა მხოლოდ სპეციალური ლიტერატურის წრის ამარა დატოვეს და საგნის სტატუსი შეუჩერეს, რამაც ადგილობრივ ქართველებში დიდი გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42