ავარიას ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო, 17 აგვისტოს, დილის 4-საათზე მოხდა. აღმაშენებლის 554 ნომერში, ზებრა გადასასვლელთან, ფეხით მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს 40-წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ, 47 წლის მამაკაცი კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ბარძაყისა და წვივის მოტეხილობით შეიყვანეს კლინიკაში. მას ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
გარდაცვლილი და დაშავებული ცოლ-ქმარი იყო, ისინი ქობულეთში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები.
სავარაუდოდ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
მასალის გამოყენების პირობები






