ბრაზილიელი მოდელი და თურქი ბიზნესმენი ერთად ჯერ ვენეციაში შეამჩნიეს, საიდანაც ისინნი საბერძნების კუნძულ მიკონოსზე გაემგზავრნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ იტალიურ კურორტზე, სადაც პაპარაცებმა ლიმა და უიარი კოცნის დროს დააფიქსირეს.
აღნსანიშნავია რომ ლიმა და უიარი პაპარაცებს არ ემალებოდნენ, თუმცა ამასთანავე თავიანთ ურთიერთობაზე არანაირ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ადრიანა ლიმა თურქ მწერალს მეთინ ჰარას დაშორდა, რომელთანაც ქორწინებას აპირებდა. მათი ურთიერთობა ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ადრიანა ლიმას და თურქი მწერლის რომანი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, და მათ ერთმანეთის ოჯახებიც კი გაიცნეს. ადრიანა ლიმასა და სერბი კალათბურთელის, მარკო იარიჩის 6 წლიანი ქორწინება კი 2016 წელს დასრულდა. მას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.


მასალის გამოყენების პირობები






