გაიპარსეთ ფეხები დილით
ფეხების დილით გაპარსვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დილით კანი უფრო რბილი და ელასტიურია. ამიტომაც დაზიანების ალბათობა ნაკლებია.
მოამზადეთ კანი გაპარსვისთვის
თუ გაპარსვას მაინც საღამოს გადაწყვეტთ, აუცილებელია კანი გაპარსვისთვის მოამზადოთ და დაარბილოთ. ამისთვის კი, თუკი ბევრი დრო გაქვთ, ჩაწექით აბაზანაში, მაგრამ თუ გეჩქარებათ, უბრალოდ ცხელი შხაპი მიიღეთ.
გაათბეთ საპარსი
შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა იცის, მაგრამ ვინც არ იცით გეტყვით, რომ გაპარსვამდე საპარსის გათბობა აუცილებელია, რადგან ის უფრო ადვილად სრიალებს კანზე. ამიტომ, სანამ პარსვის პროცედურას დაიწყებთ, ჩაასხით ჭიქაში თბილი წყალი და ჩაყავით საპარსი.
გაიპარსეთ თმა მათი ზრდის მიმართულებით
ეს ყველასთვის ცნობილია. როცა თმის ზრდის საწინააღმდეგოდ იპარსავთ, დიდია „წინააღმდეგობა“ და ფეხი ზიანდება , შესაძლოა სისხლდენაც გამოიწვიოს.
არ გაიპარსოთ მშრალზე
არ აქვს მნიშვნელობა გეჩქარებათ თუ არა, არასოდეს გაიპარსოთ ფეხები მშრალად, წყლისა და საპარსი ქაფის ან გელის გარეშე. ეს კანს ანადგურებს.
და აუცილებლად დაიტენიანეთ ფეხები გაპარსვის შემდეგ შესაბამისი კრემით.
მასალის გამოყენების პირობები






