დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციის წინ თავისი სიტყვა ბორის ჯონსონმა 24 ივლისს წარმოთქვა. ფოტოგრაფებმა მისი ახლო წრიდან ადამიანებიც აღბეჭდეს, რომლებიც სიტყვის წარმოთქმის დროს მის ხელმარჯვნივ იდგნენ. მკაცრი ფერების კოსტიუმებში გამოწყობილ ადამიანებს შორის გამოირჩეოდა ახალგაზრდა ქალი, გრძელი ქერა თმებით და ყვავილის ორნამენტებიანი მკვეთრი ვარდისფერი კაბით. ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ეს კაბა Ghost-ის ბრენდის იყო და 120 ფუნტი ღირდა. იმავე დღეს მსგავსი კაბები მთლიანად ამოიყიდა. გოგონა ვარდისფერ კაბაში სწორედ კერი საიმონდსი იყო. მედია მას დიდი ხანია იცნობს- ის ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული პიარ-სპეციალისტი და კონსერვატიული პარტიის პრეს-დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია. თუმცა ეს მისი პირველი ოფიციალური გამოჩენა იყო ახალი სტატუსით, როგორც 2-ჯერ დაქორწინებული და 5 შვილის მამის. ბორის ჯონსონის მეგობარი ქალი.
2018 წლის სექტემბერში ჯონსონმა და მისმა მეორე ცოლმა მარინა უილერმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არ ცხოვრობენ და გაყრის პროცესი აქვთ დაწყებული. სწორედ მაშინ გავრცელდა ხმები, რომ 55 წლის პოლიტიკოსი კერი საიმონდს ხვდება. მიმდინარე წლის ივლისში კი მედიამ დაწერა რომ კერი დაუნინგ-სტრიტზე საცხოვრებლად ბორის ჯონსონთან ერთად გადავა.

მეგობრები კერის ზედმეტსახელად Apples-ს (ვაშლები) უძახიან ლოყების ფორმის გამო, მას ეს ზედმეტსახელი მოწონს და სოციალურ ქსელშიც იყენებს.
თავისი ურთიერთობის შესახებ ჯონსონი და საიმონდსი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და არც სოციალურ ქსელში აქვეყნებენ პირადი ხასიათის ისტორიებს. როდესაც ჯონსონს პირად ცხოვრებაზე კითხეს, მან უპასუხა, რომ „არ აპირებს პრესას იმ ადამიანების შესახებ მოუყვეს, რომლებიც უყვარს“
ბრიტანეთში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრებასთან საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო ათწლეულში იცვლება, მე-20 საუკუნის ბოლოს დაუკანონებელი ურთიერთობების გამო თანამდებობების დატოვენა რამდენიმე მინისტრს და დეპუტატს მოუწია, მას შემდეგ რაც მათი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და კრიტიკა დაიმსახურა. ამ ფონზე ჯონსონი, რომელიც დაუნინგ-სტრიტზე გადადის ქალთან ერთად, რომელთანად ქორწინება არ დაუკანონებია და არც განმარტევის გაკეთებას აპირებს, ექსცენტრიული ჩანს, თუმცა საზოგადოება მას ამას პატიობს .

„ ის იმდენად წინააღმდეგობრივი პერსონაა, რომ მათ ვისაც ის უყვართ - უყვართ მისი წარსულის და ალბათ მისი პირადი ცხოვრების მიუხედავად. მათ კი ვისაც ის არ უყვართ - ამისთვის მიზეზების სია იმდენად დიდი აქვთ, რომ პირადი ცხოვრება გადამწყვეტი მნიშვნელობის არცაა“- წერს გარდიანი ჯონსონის შესახებ.
პოლიტიკური მიმომხილველის რობ უოტსონის თქმით, ბოლოდ წლებში ბევრი უპრეცენენტო რამ ხდება „ჯერ „ბრექსიტი“, შემდეგ კი დაუქორწინებელი წყვილი დაუნინგ-სტრიტის 10 ნომერში - პირველი შემთხვევა ამ რეზიდენციის გახსნიდან XVIII-საუკუნიდან მოყოლებული“
კერი საიმონდს არანაირი ფორმალური პროტოკოლური შეზღუდვები არ აქვს, მას შეუძლია თან ახლდეს ბორის ჯონსონს სახელმწიფო ვიზიტიების დროს, თუმცა არ შეუძლიათ დედოფლის წინაშე წარდგომა. თანამდებობის დაკავებისას ჯონსონი დედოფალს მარტო ეახლა, სამეფო ოჯახის ექსპერტების თქმით, დედოფალთან შესახვედრად კერისთან ერთად მისვლა „საშინელი უხერხულობა“ იქნებოდა ყველასთვის:
„დედოფალთან ვიზიტისას საჭიროა კონსერვატიულობა. საჭიროა იმის გათვალისწინება რომ ჯონსონი ფორმალურად ცოლთან გაშორებული არაა, დედოფალი კი ამასთანავე ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელიცაა, რომელი ეკლესიაც განქორწინების კი უშვებს, მაგრამ არ ახალისებს. რასაკვირველია, თუ ისინი ამ ეტაპზე წარსდგებიან დედოფალ ელისაბედის წინაშე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვჰენ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა“- ამბობს უოტსონი.
მასალის გამოყენების პირობები






